Posted by: teaele | June 27, 2010

დინოზავრები

გჯერათ თუ არ გჯერათ ისინი მაინც არსებობდნენ. ოღონდ დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი ხნის…..

უამრავი მოსაზრება და მტკიცებულება არსებობს მათ შესახებ. მიიჩნევენ საშიშ არსებებად და შესაბამისად იღებენ საშინელებათა ფილმებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერესი მათ ირგვლივ არ ცხრება, განსაკუთრებით აინტერესებთ ბავშვებს. გამოცემულია სხვადასხვა ლიტერატურა, ენციკლოპედია ილუსტრაციებით, გადაღებულია ფილმები, არა მარტო საშიში, მოკლედ დინოზავრები რაღაცნაირად საყვარელი გმირებიც კი არიან.

ჰო და, ერთად გადავავლოთ თვალი წარსულს და გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

დინოზავრები ანუ უძველესი ქვეწარმავლები მეზოზოურ ერაში ( დაახლ. 225 მლნ წლის წინ)  დედამიწაზე ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი. ისინი ცხოვრობდნენ ყველა საარსებო გარემოში –წყალში, ხმელეთზე და ჰაერში. მათი ზომები პატარიდან ძალიან დიდებამდე მერყეობდა. ყოველივე ეს გაირკვა ნამარხი ნაშთების აღმოჩენის შედეგად. ამ ნამარხების ასაკი მილიონობით წელს ითვლის. ასეთი აღმოჩენების საფუძვლეზე მეცნიერებმა აღადგინეს ამ ქვეწარმავლების ჩონჩხი. ხმელეთის დინოზავრები იყოფა მცენარიჭამია და ხორციჭამიებად.

ბრახიოზავრი

აღდგენილიდან ყველაზე დიდი ზომით არის ბრახიოზავრის ჩონჩხი. ამ ცხოველის სიგრძე 25 მეტრს, ხოლო სიმაღლე 12 მეტრს აღწევდა. თავისი ზომებისა და წონის მიუხედავად, ბრახიოზავრი უწყინარი მცენარიჭამია ცხოველი იყო.

სტეგოზავრი

გიგანტური და საშიში შესახედაობის იყო სტეგოზავრი ასევე მცენარეებით იკვებებოდა. ტირანოზავრი კი საშიში ხორციჭამია იყო. მისი სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა, სწრაფად დარბოდა, ეყრდნობოდა მხოლოდ უკანა ფეხებს. დაჭერილ მსხვერპლს ბასრი კბილებით.

სტენოპტერიპუსი

ხმელეთის დინოზავრების გარდა იყვნენ წყლის დინოზავრები, რომელთა კიდურებს ფარფლების მსგავსი აგებულება ჰქონდა. სტენოპტერიპუსს ჰქონდა დიდი სხეული და კარგად ცურავდა, მისი კბილებისა და ყბების აგებულებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი მტაცებლები იყვნენ.

პტერანოდონი

მფრინავი დინოზავრები ჰაერში ცხოვრებასთან იყვნენ შეგუებულნი. თითების წაგრძელებულ ძვლებსა და სხეულს შორის მათ ჰქონდათ საფრენი აპკი. საინტერესოა, რომ მათ ფრენა მხოლოდ ქარის დახმარებით შეეძლოთ. პტერანოდონი, რომელიც მფრინავი დინოზავრების წარმომადგენელია, გაშლილი ფრთებით 9მ-ს აღწევდა.

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებით ცნობილი თუ რატომ ამოწყდნენ დინოზავრები, დაახლოებით 65 მლნ. წლის წინ. მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოვლენა გლობალურ ბუნებრივ კატასტროფას უკავშირდება, რამაც გამოიწვია დედამიწის კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც ბევრი მცენარე გადაშენდა. დინოზავრებმა, რომლებსაც სჭირდებოდათ დიდი რაოდენობის საკვები, ეს ვერ გადაიტანეს. მცენარეული საფარისა და კლიმატის შეცვლა, ასევე სხვა არახელსაყრელი ფაქტორები მათი ამოწყეტისა და გადაშენების მიზეზები გახდა.


Responses

  1. აი რას გვეუბნება ქართული ვიკიპედია პტეროდაქტილისნაირებზე:

    პტეროდაქტილისნაირნი (Pterodactyloidei), იურულ და ცარცულ პერიოდებში მცხოვრებ ამომწყდარ ქვეწარმავალთა რიგი. შეგუებული იყვნენ ჰაერში ფრენას. ცნობილია დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან და ამერიკიდან. რუსელთში ნაპივნია ვოლგისპირეთში. პტეროდაქტილისნაირთათვის დამახასიათებელია წაგრძელებული, მსუბუქი ქალა, წაგრძელებული კისრის მალები, მასიური, ფართო და ძლიერი ფრთები, მოკლე კუდი. სხეულის ზომა მერყეობდა ბეღურას ზომის წვრილი ფორმებიდან გიგანტურ პტერანოდონამდე. წვრილი ფორმები იკვებებოდნენ მწერებით, მსხვილები — თევზებითა და წყლის სხვა ორგანიზმებით.

    პტეროზავრები (Pterosauria), ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი. ქალაზე ნაკერები თითქმის არ ემჩნეოდათ. ჰქონდათ საფეთქლის 2 ფოსო, სკლეროტულ რკალიანი დიდი თვალბუდეები, უკან გადანაცვლებული ნესტოები. გეოლოგიურად გვიანდელ ფორმებში კბილები რედუცირებულია, ყბები ნისკარტადაა გადაქცეული. წინა კიდურებსა და სხეულზე გადაჭიმული იყო კანოვანი აპკი — ფრთა. ჰქონდათ გრძელი კისერი, სუსტად განვითარებული უკანა კიდურები, რედუცირებული მენჯის სარტყელი. უძველეს ფორმებს გრძელი კუდი ჰქონდათ, უფრო გვიანდელებს — მოკლე. ჩონჩხის ზოგიერთი ძვალი ფრინველების მსგავსად ღრუ იყო, თავის ტვინი — დიდი მოცულობისა, კარგად განვითარებული მხედველობის და თითქმის მთლად გამქრალი ყნოსვის წილებით. გიგანტური მფრინავი ხვლიკების ფრთების შლილი 7 მ აღწევდა. ცხოვრობდნენ ზღვისა და წყალსატევის სანაპიროებზე. იკვებებოდნენ თევზით, ტანად მომცრონი — მწერებით. ცნობილი არიან ძირითადად ჩრდილოეთი ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მეზოზოური ნალექებიდან. ნაყოვნია აგრეთვე სამხრეთ ყაზახეთსა და ვოლგისპირეთში.

  2. dzalian sainteresoa

  3. bbbbb

  4. veri intresting ❤ ; D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: