Posted by: teaele | May 31, 2010

კომბოსტოს ჯიშები და მათი ველური წინაპარი

იცით თუ არა, რომ
კომბოსტოს რამდენიმე ჯიში არსებობს: თეთრთავიანი, წითელთავიანი, კოლრაბი, ბროკოლის,  ბრიუსელის. კომბოსტოს ეს ფორმები წარმოიშვა ატალტიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებზე ფართოდ გავრცელებული ველური კომბოსტოსგან. სავარაუდოდ, ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე. გაკულტურებული კომბოსტო ჯიშთა რამდენიმე ჯგუფის სახით მოჰყავს ევროპის ყველა ხალხს. დროთა განმავლობაში ველური კომბოსტოსგან ადამიანმა გამოიყვანა მრავალი სახესხვაობა. ამასთან, შეიცვალა მისი ფოთლის, ღეროს, და ყვავილედის ფორმა.
ფოთლების რაოდენობის ზრდამ, მათ მიერ ისეთი თვისებების შეძენამ, როგორიცაა ხორციანობა და თავის წარმოქმნის უნარი, მიგვიყვანა წითელთავიანი და თეთრთავიანი კომბოსტოს წარმოშობამდე.
ღეროს დამოკლებისა და გასქელების წყალობით, წარმოიშვა კომბოსტო კოლრაბი. ბრიუსელის კომბოსტოს უბის კვირტები გადაიქცნენ პატარა თავებად.
ყვავილედის ხორციანობის გაზრდის შედეგად წარმოიქმნა ყვავილოვანი კომბოსტო.
კომბოსტო შეიცავს ცილებსა და ვიტამინ-C, ამიტომ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ჯანმრთელი კვებისთვის.

კვებითი ღირებულებები
100 გრ კომბოსტო 25 კალორიას,2 გრ ცილას და 4,3 გრ ნახშირწყლებს შეიცავს

კოლრაბი

ადრეული კომბოსტო, ფასდება როგორც ადრეული ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეული შაქრის მაღალი შემცველობით, მცენარე სწრაფად მწიფდება, ყინვაგამძლეა, აღმონაცენსა და ზრდასრულ მცენარეს არ ეშინია ყინვის, არ არის მომთხოვნი ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ. შუა განედზე შეიძლება გაიზარდოს ორი მოსავალი სეზონზე. ადრეული მოსავლის მისაღებად ნაყოფიერი მიწით სავსე ყუთებში გამოყავთ ჩითილები. დათესვა ისევე ხდება, როგორც კომბოსტოს შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ ჩითილები გადააქვთ ღია გრუნტში სქემით 20X25. მოვლა – რიგების გაფხვიერება და სარეველების მოშორება, მორწყვა საჭიროების მიხედვით: კოლრაბი არ არის მომთხოვნი ტენის მიმართ. საკვებად გამოიყენება ღერო, რომელიც მწიფდება გადარგვიდან 70-90 დღის შემდეგ. გემოთი გვაგონებს კომბოსტოს მურკს, მაგრამ მასზე ბევრად ნაზი და ტკბილია. ვიტამინ C –ს შემცველობით არ ჩამოუვარდება ლიმონს. საკვებად გამოიყენება უმი, მოხარშული ან მოთუშული სახით. მისგან ამზადებენ მშვენიერ სალათებსა და სუპებს. კოლრაბი ხანგრძლივად ინახება სარდაფებში და შეუძლია გაამდიდროს ჩვენი სუფრა ზამთრის პერიოდშიც.

ბროკოლი

ბროკოლი ძალიან გემრიელია და კარგი არომატიც აქვს. საუკეთესოა მისი გამოყენება გარნირად. ბროკოლი, ისევე როგორც ყვავილოვანი კომბოსტო, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგრამ ვიტამინ C-ს და კაროტინის შემცველობით მნიშვნელოვნად ჭარბობს ყვავილოვან კომბოსტოს. ბროკოლი ითვლება სამკურნალო ბოსტნეულად, მას იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს და კვების დიეტური პროდუქტია და რაც მთავარია, ბროკოლის საკვებად მიღება არის სიმსივნური პროცესების პრევენცია.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო მე-16 საუკუნეში მთელ ევროპაში გავრცელდა და თანამედროვე საკვები რაციონის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ  C ვიტამინის სადღეღამისო დოზით.


Responses

  1. საინტერესო მოკლე ჩანახატია🙂 კარგი იქნება მომავალში მეტი ინფორმაცია დადოთ პროდუქტების საკვები ღირებულების შესახებ და ასევე მეტი საინტერესო ფაქტი.

  2. აუცილებლად დავამატებ ინფორმაციას

  3. ძალიან საინტერესოა ასეთი პოსტები, სხვა მცენარეებზეც თუ დაამატებდით, ძალიან კარგი იქნებოდა.

  4. ძალიან კარგი იქნება ზღვის კომბოსტოზეც თუ დადებთ ინფორმაციას.ამასთანავე ამ ბოსტნეულის მომზადების წესებს და რეცეპტებს, ახალგაზრდა დიასახლისებისათვის. საერთოდ უმჯობესია ქართველებს შევახსენოთ, რომ ბოსტნეული და ხილი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცხოველური საკვები. დიდი მადლობა სასარგებლო ინფირმაციისათვის.

  5. Posts like this make the inneetrt such a treasure trove


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: