Posted by: teaele | March 8, 2010

მსოფლიოს ბაღები

ეგვიპტის ბაღები

ეგვიპტეში, როგორც ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოში, დეკორატიულმა მებაღეობამ დიდ განვითარებას მიაღწია. პაპირუსებზე, ტაძრებსა და აკლდამების კედლებზე შემორჩენილი ნახატები, წარწერები და სხვა ნაკეთობანი, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, (ძვ.წ. 3200-2270), გვამცნობს, რა მაღალ დონეზე იდგა საბაღო ხელოვნება ძველ ეგვიპტეში. ბაღების დაგეგმარების თვისება ,,მათემატიკური რეგულირება და აბსოლუტური სიმეტრიულობა იყო”,. მისი ოთხკუთხედის ფორმის თარგები სწორხაზობრიობით გამოირჩეოდა. ეგვიპტეში ყოველი სახლისა და სასახლის წინ ბაღი იყო გაშენებული. ბაღი გარშემორტყმული იყო პალმებითადა სხვადასხვა პირამიდული ხეების სიმეტრიული ხეივნებით. კედლებთან და ღობეებთან ახლოს მაღალ ხეებს რგავდნენ, შემდეგ – საშუალო სიმაღლის ხეებს, ბაღის შუა ნაწილში, უზარმაზარი სწორკუთხოვანი წყალსატევების ირგვლივ კი – დაბალ მცენარეებს. ტბებსა და გუბურებში ამრავლებდნენ პაპირუსს, თეთრსა და ცისფერ დუმფარას, ღვთაებრივ ლოტოსს. ამ გუბურებმა დასაბამი მისცა დღევანდელ ე.წ. წყლის ბაღებს. ეგვიპტეში პალმა წმინდა მცენარედ იყო მიჩნეული. იგი კარგად ეხამებოდა შენობებს. ეგვიპტეში კლეოპატრას მეფობის დროს (ძვ,წ. I სკ) განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოჰყავდათ სხვადასხვა ჯიშის ვარდები. უძველესი და უდიდესი ქალაქის ალექსანდრიის თითქმის მეოთხედი ნაწილი ბაღებს ეკავა. ყოველი ლაშქრობიდან ეგვიპტელებს ახალი მცენარე მოჰქონდათ.ფარაონის ერთ-ერთი აკლდამის ფსკერზე გამოსახულია ეგვიპტის ხომალდის ლაშქრობიდან დაბრუნება – მონები გემს ტვირთავენ სხვადასხვაგვარი მცენარეებით, თითოეულ მცენარეს თან ახლავს წყლოიტ სავსე ჭურჭელი მოსარწყავად.

ასურეთ-ბაბილონის ბაღები

ძველი ასურეთ-ბაბილონი განთქმული ყოფილა მებაღეობა-მებოსტნეობით. მეტად საინტერესო ცნობები არსებობს ,,დაკიდებული ბაღების” შესახებ, რომლის აგებას ერთნი ნაბუქოდონოსორს, ხოლო მეორენი(სტრაბონი) სემირამიდას აწერდნენ.

სტრაბონისა და დიოდორის აღწერით, ეს ბაღი, ხელოვნურად აგებული ქვის სვეტები და თაღებზე მოწყობილი პირამიდის მსგავსი რამდენიმე ოროკო (ტერასები) იყო, რაც შორიდან ჰაერში კიდულის შთაბეჭდილებას ახდენდა. ოროკოები მიწის სქელი ფენითყოფილა დაფარული. მას (საძირკველის სინესტისაგან დასაცავად) ქვეშ უფენდნენ გამომწვარი აგურისა და ტყვიის ფირფიტებს. ნოყიერი მიწის ფენა იმდენად სქელი ყოფილა, რომ მასში თავისუფლად ხარობდა მოზრდილი 50 ფუტის სიმაღლის ხეები.ც ჩვენს წინაპრებს, არსენ იყალთოელის წყალობით, კარგად სცოდნიათძველი ასურეთის ,,კიდული სამოთხის” ამბავი: ,,ნაბუქოდონოსორმა შეამზადა სხუათაცა საქმე განსაკვირვებელი რამე თუ აღმართნა ბაშენებნი ქვითანნი მაღალნი ფრიად და თითო სახენი ნაყოფიერნი ხენი დაჰნერგა ზედა კერძომთასა, მაღნაროანთა მთათა ემსგავსებოდეს იგინი და დაკიდებულად სამოთხედ სახელსდვა მას, რომელსაც ზედა ვიდოდის ცოლი მისი და ყოველსა მას გარემოსა ქვეყანასა ხედვიდის და განცხრებოდის არც ხილული”. – (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თბ. 1936წ.) ძველი ბერძნები სამყაროს სამშენებლო ხელოვნების 7 საოცრება-სასწაულს იხსენებდნენ. ძველ ასურეთ-ბაბილონში საქვეყნოდ ცნობილი სემირამიდას ბეღი მეშვიდე საოცრებად ითვლება. სემირამიდას კიდული ბაღი აღწერლია ბერძენ ისტორიკოსთა თხზულებებში (დიოდორი, სტრაბონი, ჰეროდოტე) ტიგროსსა და ევფრატს შუა, 6000 წლის წინათ, არსებობდა უძველესი და უდიდესი ლამაზი ქალაქი – ბაბილონი, რომელსაც 490კვ.კმ. ეკავა. ქალაქი დასერილი იყო სწორი ქუჩებით, აგებული იყო 3-4 სართულიანი სახლები. ქალქში მრავალი ბაღი და წალკოტი იყო. კიდული ბაღი საფეხურებად განლაგებულ 20 ოროკოს (ტერასს) შეიცავდა. ქვედა ოროკო აგებული იყო კვადრატულ საძირკველზე, რომლის გვერდის სიგრძე 140მ-ს შეადგენდა. ოროკო 1,5 მ სისქისა და 5მ. სიგანის ქვის ლოდებისგან იყო აგებული. იგი მასიური სვეტებით იყო განლაგებული, და ოროკო პირამიდის მსგავსად თანდათან ვიწროვდებოდა. ზედა ოროკოს სიმაღლე 26მ-ს უდრიდა. მთელი ეს ნაგებობა გამჭოლი იყო, სვეტებს შორის გალერეაში ფერადი შორენკეცი და ფრესკებით მორთული მღვიმეები იყო განლაგებული. ოროკოები ერთმანეთს თეთრი და ვარდისფერი მარმარილოს ხვეული კიბეებით უკავშირდებოდა. ძალიანსაინტერესოდდ იყო მოწყობილი სარწყავი სისტემა, რომელიც მდ. ევფრატის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობდა.

ირანის ბაღები
ძველ სპარსეთში სწორხაზოვან ხეივნებად დასერილ, შადრევან-ფანჩატურებით მორთულ ბაღებს დიდი ადგილი ეკავა. ბაღებში უამრავი მცენარე და სურნელოვანი ყვავილი ხარობდა. ბევრი იყო აგრათვე ხეხილიც. ბაღებში ლომებს, ვეფხვებსდა სხვა გარეულ ცხოველებს ამრავლებდნენ. ასეთ ბაღებს პარადიზს უწოდებდნენ.
პარკს მრავალფეროვან ყვავილთა ნარგავებს შორის ტბები, გუბურები ამშვენებდნენ, აქ მრავალი ქვეყნიდან შემოტანილი მცენარე ხარობდა.

არაბული ბაღები

ძველ არაბულ ბაღებში მთავარი ადგილი ეკავა წყლის მოტივებს, განსაკუთრებით კი მარად მჩქეფარე შადრევნებსა და წყაროებს. ოთხკუთხედად დაგეგმილ სწორხაზოვან ბაღებში თანდათანობით შეიჭრა მრუდე, ოვალური და ელიპსური ნაკვეთები, რომელიც ცოცხალი ღობით იყო გარშემორტყმული. აქ ადგილობრივ მცენარეებთან ერთად, ხეხილის ხეები და უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი, მანამდე უცნობი ჯიშები იყო დარგული.
ყველგან, სადაც კი არაბები დამკვიდრდნენ, მებაღეობის ეს დიდი კულტურა გაავრცელეს, მათ შორის – ესპანეთშიც, რასაც შემდგომ ევროპის ხალხთა კულტურული აღორძინებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ძველ არაბულ ბაღებში მრავალფეროვან ძვირფას მცენარეებს არ სხლავდნენ, არ კრეჭდნენ. არაბები არ აძლევდნენ მცენარეებს რაიმე გეომეტრიულ, ფანტასტიკურ ფორმებს. ბაღები სავსე იყო ლამაზი ფრინველებით, ხოლო წყალსატევები, რუები, ჩანჩქერები და შადრევნები – ოქროსფერი თევზებით.
საუცხოო ბაღები შემოფარგლული იყო ყვავილოვანი მცენარეებით: ჟასმინით, ოლეანდრით, ვარდით, მირტით, მანდარინით, ფორტოხლით და სხვა.

ანტიკური საბერძნეთის ბაღები

,,ძველ საბერძნეთში, ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთისკენ გალაშქრებამდე, მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულების ბოსტან-ბაღები იყო. მებაღეობისა და წალკოტ-სავარდეების ხელოვნება ჯერ არ არსებობდა. ბერძენთა მარტო აღმოსავლეთით მდებარე ახალშენები მეზობელთა მებაღეობის დიდი კულტურის გავლენას განიცდიდა და ეს კულტურა ნაწილობრივ შეთავაზებულიც კი ჰქონდათ. ირანსა და სხვა ქვეყნებში ნანახმა, ბერძნებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საბერძნეთში, სხვა დარგებთან ერთად მებაღეობის ხელოვნებამაც მოიკიდა ფეხი.
გაჩნდნენ ბერძენი აგრონომებიც, ღომელთაც თავიანთი სამშობლოს მიწათმოქმედების საკუთარი დაკვირვება და ცოდნა თანამემამულეებს წერილობით დაუტოვეს” (ივ. ჯავახიშვილი)
ევროპაში ბაღები ყველაზე ადრე ანტიკურ საბერძნეთში გაჩნდა. ძველ ელადაში საქვეყნოდ ცნობილი იყო საზოგადოებრივი ბაღი ,,აკადემია”, სადაც უზარმაზარი ჭადრების ჩრდილში ჯერ ფილოსოფოსი პლატონი (ძვ.წ. 427-347) შემდეგ კი მისი მოწაფე – არისტოტელე (ძვ.წ. 385-322) ასწავლიდნენ თავიანთ მოსწავლეებს. მათმა თხზულებებმა დასაბამი მისცა ბუნებისმეტყველებას.
ძველი საბერძნეთის ბაღები იმითაც იყო საინტერესო, რომ, იქ ალექსანდრე მაკედონელის მიერ ინდოეთიდან, სპარსეთიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი მცენარეები ხარობდა. ეს მცენარეები მას საჩუქრად მოჰქონდა თავისი მასწავლებლის და აღმზრდელის – არისტოტელესტვის, რომლისთვისაც ათენის ახლოს შექმნა პირველი ბოტანიკური ბაღი და ბაღი-ლიცეუმი. ფილოსოფოსთა ბაღები, სკოლა-ბაღები, რომლებიც ძალიან გავრცელდა ელადაში.
ალექსანდრე მაკედონელი ლაშქრობის დროს თვითონ აგროვებდა მცენარეთა და ცხოველთა მდიდარ კოლექციას ბაღებისთვის. ძველი საბერძნეთის საზოგადოებრივ ბარებში (,,აკადემია”, ,,ფილოსოფოსთა ხეივანი”) ნაირ-ნაირი მცენარეულობა (კვიპრაროსი, სოჭი, მუხა, ჭადარი, ზეთისხილი და სხვა) სიმეტრიულად იყო განლაგებული. სწორხაზოვანი გეომეტრიული წესით დაგეგმილ ბაღში გზები მდიდრულად იყო მოპირკეთებული. ბაღს ამშვენებდა ქანდაკებები, ლარნაკები, შადრევნები, აუზები, ძეგლები, კოლონადები, კოშკ-ბულვარები, თუ ბელვედერები, მარმარილოს კიბეები და სხვა. ხვიარა მცენარეებით დაბურულ ფანჩატურებში საუბრები და ლექციები იმართებოდა. ძველი ელადის ბაღების ცენტრალურ ადგილებში მოწყობილი იყო არენა ტანვარჯიშისთვის. ბარებისთვის არჩევდნენ ლამაზსა და მოხერხებულ ადგილს, საიდანაც კარგად ჩანდა ბუნების საუცხოო პეიზაჟები, ამით ჰარმონიული მთლიანობა იქმნებოდა.

ზეთისხილის ბაღი – 1889 წელი

ელადის ბაღებში იმ დროს ხარობდა: ლევკოიონი, მიხაკი, მირტი, კამელია, იაჟუჟუნა, დეზურა, იორდასალამი, ზამბახი, ჰელიოტროპი, ლომისყურა, ყაყაჩო, სუმბული, ია, შავი შროშანი, ლავანდი, აკანთი, ნარცისი, ყოჩივარდა და სხვა.
პირველი წერილობითი ცნობები ვარდის კულტურის შესახებ უძველეს ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს (ძვ.წ. 485-425) ეკუთვნის. იგი დიდი აღტაცებით აღწერს მაკედონიის ვარდის ბაღებს. უძველესი ცნობები ასკილისა და ვარდის შესახებ მოცემულია თეოფრასტეს თხზულებაში _ ,,ბუნების ისტორიაში”, სადაც ვარდის აღწერა და მისი მოვლის წესები დაწვრილებით არის მოცემული, რომ ძველ ბუნებისმეტყველებს შემდეგ არაფერი დაუმატებიათ. საბერძნეთში ვარდითა და ყვავილების გვირგვინებით ვაჭრობა საპატიო საქმედ მიაჩნდათ. ელადის უდიდესმა პოეტმა ქალმა – საფომ (მე-5-6 საუკ.) პირველმა, ყვავილთ დედოფალი უწოდა.
დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ბაღ-პარკებმა განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ელინისტურ ხანაში, ე. ი. ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: