Posted by: teaele | February 8, 2010

შემოქმედებითი უნარები

დამეთანხმებით,  რომ სკოლაში სიარული ყველა ბავშვისთვის სავალდებულო მოვლენაა, თუმცა ყველას როდი უხარია იქ სიარული.

სიარული, მარტო სიარულისთვის და არა სიხარულისთვის.

სამწუხაროა, რომ დღევანდელ ბავშვებში სკოლაში სიარულის სიხარულის ხარისხი ძალიან დაბალია.

არ უხარიათ….. ?!   რატომ?

პასუხი არაერთი შეიძლება იყოს,   მაგალითად 1.არ უნდათ სწავლა (ეს ცუდია) 2. ეზარებათ (ესეც ცუდია) 3. სცივათ ( მიზეზი გასათვალისწინებელია ადმინისტრაციის მხრიდან) 4. იღლებიან ( მოვუწოდებ მოთმინებისკენ) 5. გაკვეთილი არ მოსწონთ( ამაზე მასწავლებლები უნდა დაფიქრდნენ) 6. მასწავლებელი არ მოსწონთ (აქ ისევ ადმინისტრაცია უნდა გაერკვეს მიზეზებში) …… და სხვა.

მე ამ პასუხებიდან ყველაზე მეტად მაფიქრებს ის საკითხი, რომ ბავშვებს გაკვეთილი არ მოსწონთ? რატომ? უინტერესოა, ანუ ვერ ხდება ბავშვებისთვის მასალის საინტერესო ფორმით მიწოდება, ასევე არ არის ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიები და რაც ყველაზე სამწუხაროა თვით ბავშვები ვერ ერთვებიან გაკვეთილის პროცესში. სწორედ ამაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

როგორ ჩავრთოდ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში? როგორ გავხადოთ გაკვეთილი აქტიური და საინტერესო და  როგორ მოვახერხოთ რომ ბავშვებს უხაროდეთ სკოლაში მისვლა? არის ასეთი გამოცდილება – სწავლა კეთებით, ეს  არის ის აქტივობა, რომელიც აუცილებლად გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილის მსვლელობის დროს. შემოქმედებთი უნარების განვითარება ასევე გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას. კარგი იქნება თუ სკოლებში იფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წრეები

ეხლა კი,  მცირე ინფორმაცია  ფლორისტიკის წრესთან დაკავშირებით

ბუნებრივი მასალების შეგროვება, გაშრობა და შედეგ სხვადასხვაგვარი კომპოზიციის შექმნა. ეს არის ჩვენი სკოლის წრეობრივი მუშაობის მოკლე აღწერა, სადაც ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან დიდი ხალისით ქმნიან სხვადასხვაგვარ კომპოზიციებს.

ეს ჩემი მოსწავლეების ფლორისტული

ნამუშევრებია

VII კლასელები —  ანი ოცხელი  და მარი შანიძე

ეს ჩემი ნამუშევარია, ვაჩვენე ბავშვებს დარჩენილი მასალისგან კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა…


Responses

  1. mas gindat kidev gadmogigzavnot potoebi?

  2. tanac sul ragac or wutshi gaketebuli

    (bolo surati)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: