Posted by: teaele | October 7, 2009

კოწახური – berberis vulgaris და მისი სხვა ჯიშები

კოწახურის კანფეტი ყველა ბავშვისთვის საყვარელი სასუსნავია (ვიტყოდი რომ საწუწნავიც), რომლის ლამაზ შეფუთვებზე  პატარა წითელი ყუნწულებია დახატული და რა თქმა უნდა ჩნდება აზრი, რომ ეს არის ის ე.წ. კენკრა რომლისგანაც საყვარელი კანფეტია დამზადებული.IMGP4950

ამჯერად თქვენს ყურადღებას კანფეტის გამო არ შევაჩერებ, არამედ მოგაწვდით ინფორმაციას თვით კოწახურზე, დღესდღეობით როგორც ძალიან პოპულარულ და ლამაზ დეკორატიულ ბუჩქზე.

კოწახური დეკორატიულ მებაღეობაში ცნობილია  ჯიშთა მრავალფეროვნებით, რაშიც იგულისხმება როგორც სიმაღლე (არის 2მ-მდე ფორმები, ასევე მიწაზე გართხმულიც კი), ასევე ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნელობა, ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფების შეფერილობა. ეს ყველაფერი მის პოპულარობას რა თქმა უნდა კიდევ უფრო ზრდის.

გარდა იმისა, რომ ცოცხალი ღობეები ბაღებსა და ეზოებში  ძალიან ლამაზია, ასევე ეკოლოგიურად გამართლებულიცაა. და სწორედ, ცოცხალი ღობეებად კოწახურის  გამოყენება ძალიან ეფექტურია. მისი ფოთლოვანი ბუჩქი სწრაფად იზრდება, ექვემდებარება კრეჭვას და აღსანიშნავია, რომ ეკლიანი ღეროები ღობის დაცვის უნარიანობას ზრდის.

ერთ-ერთ კატალოგში ( 2007 წლის პოლონური გამოცემა ,,каталог растений”) აღწერილია კოწახურის 30 ჯიში:  

Berberis buxifolia ,,Nana” –  დაბალი, მკვრივი, ეკლიანი ბურთისებური ფორმის 50სმ სიმაღლის ბუჩქია. მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლები შედარებით თბილ ზამთაში ღეროზე რჩება და არ ცვივა. ყვავილები ყვითელია. კარგად იზრდება მშრალ, ქვიშნარ ნიადაგზეც კი, კარგად უძლებს ზაფხულის გვალვებს. მკარცრ ზამთარში საჭიროებს თავშესაფარს. გამოიყენება დაბალ ღობეებად და ალპინარიუმისთვის.

Berberis ,,indian summer” – დიდი ბუჩქია სწორი ღეროებით, აღწევს როგორც სიმაღლეში ისე სიგანეში 2მ-ს. მისი მწვანე ფოთლები  უკუ კვერცხისებრი ფორმისაა და შემოდგომაზე მკვეთრად იცვლის ფერს და მუქი წითელი ხდება. ნიადაგის მიმართ არ არის ძალიან მომთხოვნი. გამოიყენება როგორც ერთეულ ფორმებად, ისე ჯგუფურად დასარგავად. აღსანიშნავია, რომ ზამთარგამძლეა.

Berberis julianae –IMGP7359 მარადმწვანე სწორმდგომი ბუჩქია, სიმაღლეში აღწევს 2-3 მ-ს. ღრეოები დაფარულია წვეტიანი ეკლებით. მისი მუქი მწვანე ფოთლები 10სმ სიგრძისაა, შემოდგომაზე ლამაზად იფერება წითლად, ყვავილები კი ყვითელი შეფერილობის აქვს. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, იზრდება როგორც ძალიან მშრალ ისე ტენიან ნიადაგზე, უძლებს მჟავიანობასაც. თავის ზომების მიხედვით რეკომენდირებულია დიდი ბაღებისთვის და საქალაქო პარკებისთვის. რგავენ ქარისგან დაცულ ადგილებში. მკაცრ ზამთარში შესაძლებელია მოიყინოს.  

Berberis koreana – 1,5-2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია. კვერცხისებრი ფართე და დიდი ზომის (7-9სმ) ფოთლებით, რომლებიც  შემოდგომაზე წითელ ფერს იღებს. ყვითელი ყვავილები ყუნწულებადაა შეკრებილი.აქვს წითელი ნაყოფები. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი. არაჩვეულებრივია ეკლიან ღობედ. იზრდება ფესვის ნაზარდით.

Berberis x media ,, parkjuweel” – ეკლიანი, დიდი ზომის 1,5-2 მეტრი სიმაღლისა და სიგანი ბუჩქია მუქი მწვანე პრიალა ფოთლებით. უმეტესად ზამთარში რჩება ღეროზე.ყვითელი ყვავილები ფუნჯისებურადაა 5-6 ცალი ყუნწზე. აქვს შავი  წვრილი ნაყოფი,  რომელიც დიდხანს რჩება ღეროზე. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი, ყინვაგამძლეა, ასევე გამძლეა გამონაბოლქვების მიმართაც.

Berberis x media ,,Red Jewel” – ნახევრად მარადმწვანე ბურთისებური ფორმის ბუჩქია. სიმაღლე და სიგანე 1მ-მდე აღწევს. ფოთლები მოყავისფრო- წითელია, შუა ზაფხულში კი მოელვარე მწვანე-მეწამული. გვიან შემოდგომამდე ან ადრეულ ზამთარში ფოთლები ისევ ღეროზე რჩება.  ყვითელი ყვავილები და შავი ნაყოფები საკმაოდ წვრილია. ღეროზე აქვს 3სმ სიგრძის ეკლები.  ნიადაგის მიმართ მეტნაკლებად მომთხოვნია. ნაკლებად აქვს ყინვაგამძლეობის თვისება, საჭიროებს ,,თავშესაფარს”.

Berberis x ottawensis ,,Silver Miles” – მაღალი, ეკლიანი ბუჩქია დაშვებული ტოტებით, მისი ფოთლები ჭრელი მწვანე-მეწამულ ფერებში არის მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ლაქებით და არარეგულარული თეთრი არშიით.ყვავილები ყვითელ-წითელი, ნაყოფები წითელი. არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ. რეკომენდირებულია პარკებისა და ბაღებისთვის.

Berberis x ottawensis ,,Superba” – მაღალი ეკლიანი ბუჩქი გასწორებული ღეროებით და აღწევს 4 მ სიმაღლეს. და ასეთივე ფართეა სიგანეშიც. ფოთლები ეფექტური მთელი სეზონის განმავლობაში, მუქი წითელიდან მწვანე ელფერში. გრძელ ტოტებზე ვითარდება ყვითელი ყვავილები. მკვეთრი ალისფერი ნაყოფები ტოტებზე რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი. იდეალურია ღობედ.

Berberis thunbergii 3_i429984 გუმბათისებრი  ფორმის ეკლიანი ბუჩქია. სიმაღლე არის 1,5 -2 მეტრი სიმაღლის. მწვანე ფოთლები შემოდგომაზე იღებს მეწამულ-ნარინჯისფერ ფერს. ყვავილები ყვითელია, ყვავილობას იწყებს მაისში. ნაყოფები  წითელია. ნიადაგი ძალიან მჟავედან საკმაოდ გამოფიტულამდეც კი. ყინვაგამძლეა და ასევე კარგად ეგუება გვალვას.

IMGP0558 Berberis thunbergii 'Admiration' - Berberys ThunbergaBerberis thunbergii ,,Admiration” – ნელამზარდი, ჯუჯა, ბურთისებური ფორმის ბუჩქია. სიმაღლე 0,5 მ-ია. ყვავილები ყვითერლია და სილამაზით არ გამოირჩევა, უშნოა. ყვავილობას იწყებს მაისში. ფოთლები მუქი ნარინჯისფერია, ყვითელი არშიით. ნიადაგი –  უკიდურესი მჟავედან  – ტუტემდე. გამოიყენება ყვავილნარებში, როგორც ბორდიური , ასევე ალპურ გორკებზე.

Berberis thunbergii ,, Atropurpurea” –  ეკლიანი, გუმბათისებრი ფორმის ფოთოლმცვენი ბუჩქია. ფოთლები მეწამულ-წითელია, ყვავილები ყვითელია და არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. ყვავილობს მაისში, ნაყოფები წითელია. ეგუება როგორც მჟავე, ისე ტუტე ნიადაგს. ყინვაგამძლეა და ადვილად იტანს გვალვას. ძალიან ლამაზია მწვანე ღობედ და სხვადასხვა ყვავილნარში.

საინტერესო ფორმაა  ჯუჯა კოწახურიც: –


Responses

  1. vaa esec sainteresoa

  2. Berberis koreana
    Berberis julianae განსაკუთრებით ეს
    Berberis x media ,, parkjuweel”
    სადმე იყიდება ამათი ნერგები? არ იცი?
    საქართველოში.

  3. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნახე აბა საიტი www. europlant.ge

  4. ai zustad misamarti

    http://europlant.ge/geo/index.php

  5. მადლობა, მივწერე წერილი და ვნახოთ რას მიპასუხებენ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: