Posted by: teaele | September 27, 2009

კაკალი, თხილი და…..

კაკალი, თხილი, არაქისი, ნუში, წაბლი, ფსტა, მუსკატი ორგანისმისთვის აუცილებელი ვიტამინების წყაროა. დასაწყისშივე ავღნიშნავ, რომ თემა რომელსაც ეხლა გთავაზობთ ვიტამინების გამო და ორგანიზმის ჯანმრთელობის გამო არ გამხსენებია. ალბათ ყველა თქვენთაგანს, ისე როგორც მე და საერთოდ ადამიანებს, ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი მათგანი მაინც უფრო მეტად გვიყვარს. ჯერ ჩემით დავიწყებ და გამოგიტყდებით რომ კაკალი გამორჩეულია ჩემთვის, არ მარტო როგორც ხე-მცენარე, არამედ როგორც ძვირფასი ნაყოფის მქონე. როგორც მიმიხვდით მე კაკალი უფრო მიყვარს, ვიდრე თხილი…. არ გეგონოთ თხილს პატივს არ ვცემდე, მისი ნერგიც კი დამირგავს და დამიკრეფია კიდეც.

ჰო და, ეხლა  ჯერ თხილზე და მერე კაკალზე დავწერ, რადგან მაინც იმ ადამიანებს გავუწევ ჯერ ანგარიშს, რომელთაც თხილი უფრო უყვართ. ასეთებს მეც კარგად ვიცნობ და სწორედ მათთვის ვწერ…..guestbook

თხილი  (Corylus) – ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 3-5 მეტრია, ყვავილობას ადრე გაზაფხულზე იწყებს. ტყეში თებერვლის ბოლოს უკვე შეინიშნება მისი კონწიალა ყვავილები1.1.2a_Corylus_avellana_Contorta_RU. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოს. თვით მცენარე ძალიან დეკორატიულია, რამაც განაპირობა სხვადასხვა ჯიშების შექმნა. მაგ: ტანგრეხილი თხილი.

გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში. საქართველოში ტყეებში ზღვის დონიდან 1500-1800 მ-მდე ბუნებრივად იზრდება თხილის 6 სახეობა: ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana) მათ შორის შველისყურა, ბერძნულა, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, ნემსა და სხვა. გურიაში გავრცელებული ჯიშებია: ბერძნულა, შველისყურა, ცხენის ძუძუ. ქართული თხილი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან საერთოდ არ გამოიყენება სასუქი. აგრეთვე გააჩნია მდგრადობა დაავადებებისადმი, რის გამოც არ არის საჭიროება შხამქიმიკატებით შეწამლვა, რაც თხილს ხდის კონკურენტუნარიანს ევროპულ და სერთოდ მსოფლიო ბაზარზე.

თხილის ბუჩქი ან 8-მდე სიმაღლის ხეა, გავრცელებულია მთელ საქართველოში. იზრდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვან შერეულ ტყეებში, სუბალპური მეჩხერში. ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლეა.f.141

თხილის ნაყოფი საკვებად უხსოვარი დროიდან გამოიყენება. მისი კვებითი ღირებულება საკმაოდ მაღალია. ქართული თხილი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, კალორიულობით 2-3 ჯერ აღემატება პურს, 8 ჯერ რძეს და შოკოლადს. მასში შედის 14-18 % ცილა, 70%-მდე ცხიმები ვიტამინები A, B1, B2, C, E, PP, H და მინერალური ნივთიერებები. 100 გრამ პროდუქტში 618 მგრ. კალიუმი, 354 მგრ. ფოსფორი, 287 მგრ. კალოციუმი, 46 მგრ. ციამინი, 4,1 მგრ. რკინა და 9 მგრ. ნიაცინია, რაც გაცილებით აღემატება ბოსტნეულის და ხორცის შემადგენლობას.

ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო მისი მიღება შეუძლიათ მკაცრ დიეტაზე მყოფ ადაიმიანებს და შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ ხალხს. თხილი ცნობილია მავნე ნივთიერებების გამოყვანით ადამიანის ორგანიზმიდან.

საინტერესოა, რომ მწიფე თხილისგან (ცოტა წყალში განზავებული) ამზადებენ თხილის რძეს. მისი მერქანი კი მჩატე და ლამაზია.

00037

რას გვირჩევენ ფიტოთერაპავტები, როდის და რა ფორმით არის რეკომენდირებული თხილის მიღება? რას კურნავს იგი?

1. თხილის მიღება რეკომენდირებულია თირკმელში ქვების გაჩენის დროს (უნდა მიირთვათ თხილის გული ყავისფერი კანისგან გაწმენდილი)

2. ბოტკინის დაავადების დროს ( B ჰეპატიტი) გამოიყენება თხილის ფოთლების  ნაყენი _ 1 ჩ.კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200გრ. თეთი ღვინო და დააყენეთ მთელი ღამე, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში 3-ჯერ თანაბარი რაოდენობით. მკურნალობის კურსი 12-15 დღე.

3. ვენების ვარკოზული გაგანიერების დროს სვამენ თხილის ფოთლების ნახარშს _ 1 ს. კოვზ ფოთოლს დაასხით 200გრ. მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 30 წთ-ით, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 100-100გრ. 4-ჯერ დღეში.

4. მეძუძური ქალებისთვის რძის რაოდენობის მოსამატებლად იყენებენ დანაყილ თხილს წყალში გახსნილს.

არის კიდევ მაგალითად – ე.წ. დათვისთხილა (Corylus iberica),imagelargeh

ჩვეულებრივ თხილის ფოთლები აქვს, ნაყოფიც მსგავსი, უბრალოდ კერკეტია  და საჭმელად არ გამოიყენება. ხესავით ერთ ღეროზე იზრდება და საკმაოდ დიდ ზომებს აღწევს. გავრცელებულია სუბალპურ ზონაში. ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და ქარგამძლეა. იზრდება ტყის ჰუმუსიან, ყომრალ ნიადაგზე, თუმცა ხირხატიან და კირიან ნიადაგებზეც კარგად ხარობს. მის წვრილშრიანსა და მოწითალო მერქანს ავეჯისა და სახარატო ნაკეთობისათვის იყენებენ.

მგონი ამოვწურე თხილის თემა და თამამად შეიძლება ითქვას თხილის მოყვარულებს კარგი არჩევანი გაუკეთებიათ. ეს ყველაფერი თხილზე,  კაკალზე კი სხვა დროს იყოს. თან მეც დავფიქრდი და იქნებ თხილი ჯობია კაკალს? არა და, ორივე კარგია.

კაკალი, თხილი და ……


Responses

  1. magaria


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: