Posted by: teaele | September 23, 2009

ცხოველების ზრუნვა შთამომავლობაზე

psp__1ხანდახან თუ დავქიფრდებით ხოლმე  სიტყვა ზრუნვაზე, მხოლოდ დედის შვილზე ზრუნვა გვახსენდება ან ჩვენი თავი წარმოგვიდგება ხოლმე სხვაზე ზრუნვის მომენტში, ან კიდევ ჩვენზე მზრუნველები გვახსენდებიან ხოლმე. თუმცა არსებობს – ხალხზე ზრუნვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გარეგნობაზე ზრუნვა, მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვა, ცხოველებზე ზრუნვა, ავადმყოფებზე ზრუნვადა ა. შ. მიუხედავად განსხვავებისა ყველა შემთხვევა სასიკეთო მოვლენაა და თვით მზრუნველებს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სიხარულს ანიჭებს ხოლმე.

ყველა დედა დედაა და სწორედ ამ პოზიციიდან ზრუნავენ ცხოველთა გარკვეული წარმომადგენლები თავიანთ შვილებზე ( ნაშიერებზე, ბარტყებზე, მართვეებზე, ლიფსიტებზე და ა.შ).  გაინტერესებთ ალბად არიან თუ არა ისინი დაინტერესებულნი თავიანთი შვილების აღზრდით? უვლიან თუ არა მათ? აჭმევენ თუ არა?  თუმცა ალბად ყველას უნახავს როგორ ლოკავს ძროხა ხბოს? როგორ მიაქვს ჩიტებს ჭიაყელები, რათა გამოკვებონ პატარა ბარტყები და ა.შ.

კარგი დაკვირვების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზრუნვა შთამომავლობაზე ეს მარტო ინსტიქტი არ არის, ეს  არის მოთხოვნილება და ამავე დროს გარკვეული პასუხისმგებლობა თაობებზე, რაც სახეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

სანამ კონკრეტულ თემას დავუბრუნდები, ერთ ამბავს  გავიხსენებ, ამას წინ ერთმა ჩემმა მეგობარმაც კი მითხრა ერთ-ერთ საუბარში, 0564394413e7მინდა რაიმეზე ვიზრუნოო და მეც მაშინვე ვურჩიე ძაღლი შეიძინე მეთქი, კი მომისმინა, მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა და საზრუნავიც გამოუჩნდა… ეს ისე უბრალოდ, ეხლა კი…. ვნახოთ როგორ ზრუნავენ ცხოველები შთამომავლობაზე.

შთამომავლობაზე ზრუნვას ხშირ შემთხვევაში დედა იღებს თავის თავზე, თუმცა არის შემთხვევები როცა მამა, ან ორივე ერთად. სანამ კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვებით, მანამდე ერთ კანონზომიერებას შევეხები. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა სამყაროში შთამომავლობაზე ზრუნვის მოვლენა, უკუშეფარდებაშია ნაყოფიერებასთან, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ნაყოფიერია ცხოველი, მით უფრო ნაკლებ მზრუნველობას იჩენს შთამომავლობის აღზრდის საქმეში და პირიქით, რაც უფრო დაბალნაყოფიერია ცხოველი, მით მეტი ზრუნვა ახასიათებს. 3acba6206308

შთამომავლობაზე ზრუნვის მოვლენა ცხოველთა სამყაროს მრავალ წარმომადგენლებში ვლინდება, დაწყებული დაბალგანვითარებული ორგანიზმებიდან, დამთავრებული უმაღლეს ძუძუმწოვრებამდე. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე წმინდა ინსტიქტურ ხასიათზეა გამომუშავებული. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ზოგჯერ შთამომავლობაზე ზრუნვის ინსტიქტით განმსჭვალული რომელიმე ცხოველი ზრდის ისეთ ცხოველს, რომელსაც ზრდასრულ ასკში ემტერება კიდეც. ცხოველების მშობლიურ მზრუნველობად ითვლება ცხოველთა სხვადასხვა ქცევა, რომელიც შთამომავლობის აღზრდის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. ეს ზრუნვა უმთავრესად გამოიხატება ბუდის აშენებაში, ახალი თაობის გამოკვებაში, მტრის თავდასხმისგან დაცვაშიასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშობლიური ზრუნვა განსხვავებულია არა მხოლოდ სხვადასხვა კლასის ცხოველთა წარმომადგენლებში, არამედ თვით ერთსა და იმავე ოჯახში შემავალ ცხოველთა შორის.

ეხლა კი კონკრეტული შემთხვევები  განვიხილოთ, დავიწყოთ თევზებით.31473456a0880eb019eded78c241ded2 თევზების უმრავლესობა მზრუნველობას არ იჩენს თავისი შთამომავლობის მიმართ. ისინი დაყრილ ქვირითს მეტწილად უყურადღებოდ ტოვებენდა თვით განაყოფიერების ალბათობაც საკმაოდ მცირეა ქვირითის რაოდენობასთან შედარებით. საერთოდ თემზებისათვის დამახასითებელია მაღალი ნაყოფიერება, რაც მზრუნველობას პროპორციულად ამცირებს, მაგრამ   მოიპოვებიან ისეთი სახეობები, რომლებიც შედარებით მცირე რაოდენობით ყრიან ქვირითს და ზრუნავენ არა მდედრები, არამედ მამრები.

ასე მაგალითად, შავ ზღვაში ცხოვრობს ერთგვარი თევზი, რომელსაც ნემსთევზა ეწოდება. მამა ნემსთევზას მუცელზე ერთგვარი ნაკეცი აქვს, ამ ნაკეცში ინახავს იგი განაყოფიერებულ ქვირითს, საიდანაც ლიფსიტები ვითარდებიან. ახალგაზრდა თევზებს პარკიდან გამოსვლის შემდეგაც შეუძლიათ საშიშროების შემთხვევაში, ამ პარკში დაიმალონ, ისევე როგორც პატარას კენგურუ.

თევზებში მეორე ამგვარ მაგალითს წარმოადგენს პატარა ზომის ე.წ. ცხენთევზები. ჯერ ნახეთ და გაიცანით:

გარეგნობით ცხენთევზა ჭადრაკის ცხენის თავს მოგვაგონებს და ისიც მრავლად მოიპოვება შავ ზღვაში. ცხენთევზა იმგვარადვე ზრუნავს თავის შთამომავლობაზე, როგორც ზემოთ აღნიშნული სახეობა.

ეხლა ვნახოთ როგორ უვლიან ბაყაყები თავიანთ შვილებს. ბაყაყები, ისევე როგორც თევზები ქვირითს ბედის ანაბარად ტოვებენ, ამიტომ ქვირითის დიდი ნაწილი იღუპება. არის ერთი პატარა ბაყაყი – მეანი ,რომელიც გავრცელებულია შუა ევროპასა და დასავლეთ რუსეთში. დედალი მეანი 100-მდე ქვირითს დებს. შთამომავლობაზე აქაც მამრები ზრუნავენ. განაყოფიერების შემდეგ მამა კვერცხებს უკანა ფეხების გარშემო იკრავს, ხმელეთზე გამოდის და მიწაში ეფლობა, ის იქ 10 დღეს რჩება, იქამდე, სანამ ჩანასახი გამოსაჩეკად არ იქნება ჩამოყალიბებული. ამ დროს მამალი ისევ წყალში შედის და გამალებით იწყებს ცურვას, ფეხებიდან რომ ჩამოიბერტყოს გამოსაჩეკი კვერცხები, საიდანაც თავკომბალები გამოვლენ.

საინტერესო ქცევა აქვს ცენტრალურ ამერიკაში გავრცელებულ სახეობას – პიპას. მამა პიპა დედა პიპას ზურგზე ქვირითს სცხებს. ყოველი ქვირითის ირგვლივ კანი იზრდება, რომელსაც ზემოდან თხელი აპკი გადაეფარება ხოლმე. ამგვარად წარმოქმნილ ბუდეშივითარდებიან პატარა პიპები. ახლადგამოჩეკილი პიპები ხვრეტენ ბუდის აპკს და გარეთ გამოდიან. ამ გზით დედა პიპა 70-მდე შვილს ზრდის. ამის შემდეგ დედა ბაყაყი ქვებსა და მცენარეებზე იწყებს ხახუნს და იცვლის ბუდეებიან კანს ახლით.


Responses

  1. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: