Posted by: teaele | August 18, 2009

ფასკუნჯი – ზღაპრული ფრინველი

დღეს ბევრისთვის საკამათო აღარ არის,  რომ ფასკუნჯი მარტო ზღაპრებში კი არა, არამედ რეალურად არსებობს და  საქართველოშიც გვხვდება. egyptian-vulture-bharatpur-2006

ფასკუნჯი – Neophron percnopterus percnopterus – (ინგლ. Egyptian vulture)

სხეულის სიგრძე:60-70 სმ.

ფრთებისშლილი 155-180.

წონა: 1580-2200 გ.

რიცხოვნობა – 100-140 წყვილი

ასე იწყება ამ ფრინველის აღწერილობა გამომცემლობა ,,ბუნება პრინტ”-ის მიერ 2005 წელს გამცემულ წიგნში – ,, საქართველოს მტაცებელი ფრინველები და ბუები”. post_percnopterus_small

ზომაში სქესთა შორის განსხვავება არაა. გალო არაა შემოსილი. აქვს წვრილი, გრძელი ნისკარტი და სოლისებური კუდი. ზრდასრულს აქვს ყვითელი შიშველი სახე, ნისკარტი მოყვითალო მუქი წვერით. სხეული თითქმის მთლიანად თეთრია. მომქნევები შავი და მკვეთრად ემიჯნება ფრთის დანარჩენ ნაწილს. გუგა არის მუქი ყავისფერი, კაშკაშა სტაფილოსფერი ან წითელი.

ქცევა: დაფრინავს მსუბუქად ფრთების ჩქარი ქნევის, ლივლივისა და ირაოს მონაცვლეობით. ჭამს სხვა ფრინველების კვერცხებს, რომლებსაც ტეხავს ქვის დარტყმით. ბუდობს წალკეულ წყვილებად.

ადგილსამყოფელი: კლდოვანი ადგილები და ხრამები, ერიდება მაღალმთიან ადგილებს.

საკვები: ლეში, კვერცხები, კუები და სხვა მცირე ზომის ფრინველები.

ბუდე: ბალახით, ცხოველების ბეწვითა და ნაგვით შევსებული ტოტების გროვა კლდეზე.

კვერცხები: 1-3. 64მმ.  კვერცხის დება: აპრილის პირველი ნახევარი. 42 დღე კრუხობა, მართვე ბუდეში 70-90 დღე რჩება.  გამრავლების ასაკი 4-5 წელი.

კვების თავისებურება: –


Responses

  1. რეალურად კი არსებობს მარამ ფაქტია ზღაპრებში ბევრად უფრო დიდია🙂
    ისე რა საინტერესოა რატომაა ასეთი პოპულარული ”გადამზიდი” ფრინველი ზრაპრებში?

  2. heh bavshobashi scored aseti carmomedgina ogond did zomebshi :))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: