Posted by: teaele | August 11, 2009

ჩაი, იგივეა რაც Tea

ამ ბოლო დროს ვფიქრობ დავწერო იმაზე, რაც ძალიან მიყვარს, ან რამით გამოვარჩევ, როგორც ჩემთვის საინტერესოს და მნიშვნელოვანს. ჰოდა დღეს გამახსენდა, რომ ჩაი ძალიან მიყვარს, არა როგორც კონკრეტულად მცენარე, არამედ როგორც სასმელი სითხე. ispi011211მიუხედავად ამისა, ამ სასმელის თავი და თავი მაინც მცენარეა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი, რადგანაც ცოცხალი სამყაროს წარმომადგენელია და თანაც არცერთ სასმელს არ ხმარობენ ადამიანები ისე ხშირად, როგორც მისი ფოთლებისგან დამზადებულ  ჩაის.pp2

მოგეხსენებათ, რომ ჩაის სმას თავის რიტუალი აქვს, თავისი მყუდროება სჭირდება და ერთგვარი სიამოვნების მომგვრელიც კია, მის სასარგებლო თვისებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვინც იცის,  ამის გემო, აუცილებლად დამეთანხმება და ჩაიძირება კიდეც საკუთარ სიამოვნებებში, ვის რა გაახსენდება და ვის რა…

მეც ბევრი რამე მახსენდება ჩაის სმასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჯერად თემას რომ არ გადავუხვიო ისევ ცოცხალ სამყაროს დავუბრუნდები და დავიწყებ:

ჩაის სამშობლოში – ჩინეთში – ეს მცენარე ცნობილი იყო 4600 წლის წინათ, მაგრამ ჩაი განსაკუთრებით გავრცელდა VI საუკუნეში, როცა ჩინელმა ბუდისტებმა იგი წმინდა და სამკურნალო მცენარედ აღიარეს. ჩინელები ასეთ ლეგენდას ჰყვებიან ხოლმე მის შესახებ:

,,ოდესღაც დიდი ხნის წინათ, ყვითელ მიწაზე ცხოვრობდა ბუდას მოხუცი ბერი დარამა, ანუ ტა-მო. ერთხელ მან ბუდა სიზმარში ნახა და ისე გაუხარდა, რომ დაიფიცა დღეს და ღამეს თვალმოუხუჭავად ლოცვებში გავატარებო. დიდხანს ებრძოდა ძილს, მაგრამ ქანცგამოლეულს ერთხელ მაგრად დაეძინა. როცა გამოიღვიძა, დარამა ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე და თვალები, რომ აღარ დახუჭოდა, ქუთუთოები მოიჭრა და მიწაზე დაყარა. გადაყრილი ქუთუთოების ადგილას ამოვიდა ჩაის ბუჩქი, რომლის ფოთლები ძილის გამფრთხობ შესანიშნავ სითხეს იძლევა.”

defaultჩინეთში ჩაის გავრცელებას ხელი შეუწყო იმპერატორმა კიენგლონმა, რომელსაც ფაიფურის ფინჯნების ორი ფაბრიკა ჰქონია. მან თვითონ შეთხზა პოემა, რომელშიც ჩაის თვისებებს ადიდებდა და ბრძანა, რომ ეს პოემა დაეწრათ მის ფაბრიკაში დამზადებულ ფინჯნებზე. იმ დროს, იმპერატორის ლექსების წაუკითხაობა უხერხულად ითვლებოდა, ეს კი ხელს უწყობდა ფინჯნების გაყიდვასა და ჩაის პოპულარიზაციას.

photo-10725-12-04-07-04-52-37ევროპელებს დიდხანს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩაიზე, მის მოყვანასა და მომზადებაზე. დასავლეთ ევროპაში ჩაი პირველად პორტუგალიური გემით შეიტანეს 1517 წელს, მაგრამ ჯერ იქ არ იცოდნენ მისი ხმარება. საქართველოში კი ჩაის პირველი პლანტაციები ბათუმის მახლობლად ჩაქვში გაუშენებიათ, ვინმე ბოტანიკოს ა. კრასნოვსა და აგრონომ ი. კლინგენს. მათ 1895 წელს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ცეილონიდან შემოიტანეს ჩაის თესლები. ა. კრასნოვის მითითებით 1915 წლისთვის ჩაის პლანტაციების ფართობმა 500 ჰექტარს მიაღწია. m47

ამ ყველაფერმა კი ის მოიტანა, რომ მაღაზიის ვიტრინებში და მსოფლიო ბაზარზეც გაჩნდა ე.წ.  ქართული ჩაი. დღეს კი… ქართული ჩაი შესაძლოა თურქმენეთში ექსპორტზე გაიტანონ. შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ზუგდიდში ქართველ მეჩაიეებთან შეხვედრაზე განაცხადა. (13.07.2009)

როგორ აღწერენ ამ მცენარეს ბოტანიკოსები?tea_blossomT

ჩაისებრთა ოჯახში 400-მდე სახეობაა, რომლებიც ტროპიკულსა და სუბტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული. ამ ოჯახიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გვარია ჩაი  (Thea) . უმეტესობა ბუჩქებია, იშვიათად ხე, რადგან ეს მცენარე კულტივირებულია და კრეჭვას ექვემდებარება. ჩვენთვის ცნობილი ჩაის ბუჩქი- Thea siensis – ელიფსური ფორმის, ტყავისებრფოთლებიანი მარადმწვანე მცენარეა. საკმაოდ დიდი თეთრი ყვავილები აქვს, რომელსაც ოდნავ დაკრავს ჟასმინის სურნელი.

ჩაის მახლობელ გვარს ეკუთვნის Camellia. ცნობილი ბოტანიკოსი კარლ ლინე ჩაის სწორედ კამელიად მიიჩნევდა. მან იგი ორ სახეობად დაყო _ ერთს უწოდა thea bogea (შავი ჩაი) და მეორეს – thea viridis (მწვანე ჩაი). მწვანე ჩაის ძლიერი არომატის გამო ჩინელები ,,აყვავებულ გაზაფხულს” უწოდებენ. თურმე ლინე შეცდა 1852 წელს ლონდონში მიიღეს ერთი ჩინეთში მყოფი ბოტანიკოსის წერილი, რომელიც ამცნობდა ინგლისელებს ჩაის დამზადების ჩინურ საიდუმლოებას. იგი წერდა: ,, ამ დიდი ქვეყანაში ჩემი ხანგრძლივი ყოფნის დროს მე შევძელი გამომერკვია, რომ მწვანე და შავი ჩაი ერთი და იმავე მცენარის ფოთლებია. ნათქვამის დასამტკიცებლად გიგიზავნით საინტერესო ექსპონანტს: ,,thea viridis”-ის ბუჩქს და შავი ჩაის ნიმუშს, რომელიც მეცნიერების ყოველგვარი მონაცემების საწინააღმდეგოდ დამზადებულია ,,thea viridis”-ის ფოთლებისგან” – პატივისცემით ბოტანიკოსი რობერტ ფორჩუნი”.

მწვანე, თუ შავი ჩაი?

ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მწვანე ჩაი, რომელიც თანდათან აძევებს ტრადიციულ შავს ჩაის.mini-tea-tins-200
თუმცა ჩაის როგორც ერთი, ისე მეორე სახეობისათვის ნედლეულს ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, მაგრამ შავ ჩაის ფერმენტატული დამუშავების შემდეგ იღებენ, მწვანე ჩაი კი ინარჩუნებს თავის ნატურალურ სახეს და თვისებებს.

როგორც დასაწყისშივე ავღნიშნე სასიამოვნოს გარდა ჩაი სასარგებლო სასმელიცაა.

როგორია ჩაის სასარგებლო თვისებები?

ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30%), ეთეროვან ზეთებს (0,02 %), ცილოვან ნივთიერებებს (16-25 %), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი C და P ვიტამინებით. ჩაის კალორიულობა 25-ჯერ მეტია ხორბლის პურთან შედარებით. როგორც გამოკვლე-ვებმა ცხადყო, ჩაი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას – თეოტანინს, რომელსაც უნარი აქვს შეზღუდოს და მოსპოს  სხვადასხვაგვარი ბაქტერიები. Tea88

მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის წნევა, მწვავე ნეფრიტი. ეს სასმელი დაბერების პროცესის შემაფერხებელ ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. კერძოდ, იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში 3-4 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდა, 20%-ით გაიწმინდა ტოქსინებისაგან. სამაგიეროდ, ინდოელი მეცნიერების გამოკვლევებმა დაასაბუთეს შავი ჩაის დიდი დამსახურება მხედველობის გაუმჯობესებაში. მათი აზრით, ის ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას.smail25

ამდენი კარგი ამბის შემდეგ კი აუცილებელია ერთი ფინჯანი ჩაის მიღება, ოღონდ კარგი ჩაის.  დამერწმუნეთ ეს საუკეთესო სასმელია.

ეხლა მეც სიამოვნებით დავლევ ამ შესანიშნავ სითხეს და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ კარგ მოგონებებს.


Responses

  1. ახლა ვსვამთ პიტნის ჩაის და ვკაიფობთ. ამასწინათ დავრგე ჩემს ეზოში..მრავლდება კარგადო..შვილივით ვუვლი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: