Posted by: teaele | August 5, 2009

უკვე გადაშენებული სტელერის ძროხები

ექსპედიცია, მოგზაურობა, აღმოჩენა, სიხარული  ……        1741 წელს ზაფხულში ექსპედიცია გავიდა კამჩატკის შესართავიდან. ექსპედიციას კაპიტან-კომანდორი სვენდსენი ხელმძღვანელობდა, რომელიც საკუთარ თავს ვიტუს ბერინგს უწოდებდა. 108px-Vitus_Beringამ დროს ბერინგი 60 წლის იყო, მისი ეკიპაჟი 78 მეზღვეურისგან შედგებოდა, რომელთა შორის იყო ახალგაზრდა ნატურალისტი გეორგ ვილჰელმ სტელერი. ექსპედიციის მიზანი იყო მოეძებნათ კამჩატკიდან ამერიკის ნაპირები. ბერინგის ექსპედიცია დაბრუნდა ისე, რომ ამერიკის სანაპირო კაცს არ უნახავს, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ეს მოგზაურობა სრულიად უშედეგო იყო. სწორედ ამ ექსპედიციის დროს ახალგაზრდა ნატურალისტმა, ერთ-ერთ კუნძულზე, აღწერა მცენარეთა 163 სახეობა და აღმოჩინა მანამდე უცნობი ჩხიკვის ერთი სახეობა, რომელსაც მისი სახელი –  Cyanocitta stelleri უწოდეს. 511SJHG8WML._SL500_AA240_ გარდა ამისა, სტელერი იყო იმ სევდიანი ექსპედიციის (სევდიანი, რადგან ამ ექსპედიციის დროს ბერინგი გარდაიცვალა) აღმწერელი და ზღვის მშვიდობიანი გოლიათების აღმომჩენი.

თქვენს ყურადღებას ეხლა სწორედ ამ გოლიათებზე შევაჩერებ. ჩანაწერებში ასე ვკითხულობთ: ,,სტელერმა ზღვაში უცნაური ბორცვები შეამჩნია აღმოჩენა, რომელმაც წყალზე ისე მოსჩანდნენ როგორც ამობრუნებული ნავის ფსკერები. ბორცვები ცურავდნენ და ყვინთავდნენ, მაგრამ ნაპირზე არ გამოდიოდნენ” შეგდეგ კი წერია: ,,საბედნიეროდ გოლიათები წყნარი ხასიათისანი აღმოჩნდნენ, როცა ერთ-ერთ მათგანს კაუჭი მოსდეს და ნაპირზე გამოათრიეს, სტელერი მიხვდა, რომ ბედმა დიდი აღმოჩენის ბედნიერება არგუნა”. აღმოცენისთანავე საჭირო იყო ამ ცხოველის აღწერა. იგი წინიდან სელაპს გავდა, უკანიდან კი თევზს. სტელერმა მაშინვე გადაწყვიტა – ეს იყო მანატი, სირენების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანუ ზღვის ძროხა და არც შემცდარა.

601px-Steller_-_Abbildung_aus_Beschreibung_von_sonderbaren_Meerthieren

ასეთი იყო სტელერის მიერ გაკეთებული ჩანახატი.

სტელერი იყო ერთადერთი ნატურალისტი, რომელმაც ნახა  ცოცხალი  ,,კომბოსტოს თეთრულები”.

ასე ამ ცხოველებს რუსებმა შეარქვეს, რადგან  ისინი წყალმცენარე ლამინარიით ე.ი. ზღვის კომბოსტოთი  იკვებებოდნენ.

ზღვის ძროხები კომერციულ ფასეულობებს მაინცდამაინც არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მაინც ჟლეტდნენ. მონადირეებს ერთობ მოეწონათ მისი ხორცი. ერთი ძროხის ხორცი 38 კაცს ერთ თვეს ყოფნიდათ. ბევრჯერ კამჩატკაზე ბეწვისმომპოვებლებს ოფიციალურად აეკრძალათ  ზღვის ძროხებზე ნადირობა, მაგრამ ვინ იყო გამგონე.Steller's_Sea_Cow მას შემდეგ რაც ბერინგის ექსპედიციამ კომანდოს კუნძულები დატოვეს, 27 წლის მანძილზე სულ გაწყვიტეს ზღვის ძროხები და აღარც ერთი აღარ დარჩა. ამბობენ უკანასკნელი 1768 წელს შეჭამა ვიღაც პოპოვმა და მისმა ამხანაგებმაო.

როგორც ირკვევა, კომბოსტოს თეთრულები მარტო კომანდორის კუნძულებთან როდი ცხოვრობდნენ. მეცნიერებმა ყურადღებით შეისწავლეს საარქივო მასალები და დაასკვნეს, რომ ზღვის ძროხები გვხვდებონენ ჩუკოტკის, კალიფორნიის და ალეუტის კუნძულებთან და რომ 1910 წლის მონაცემებით შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა ადგილებში ნახულობდნენ მკვდარ სტელერის ძროხებს.  manatee

გეორგ სტელერს სიცოცხლეში არ დასცალდა მოეხსენებინა მეცნიერებათა აკადემიისთვის თავისი აღმოჩენის შესახებ. ლათინურად ჩაწერილი სტელერის გამოკვლევები, მისი სიკვდილიდან მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ გამოაქვეყნეს.

1780 წელს სტელერის მიერ აღმოჩენილ ცხოველს მეცნიერული სახელი – Rhytina gigas ეწოდა და შესაბამის იაღწერილობაც დაურთო გერმანელმა ციმერმანმა, მაგრამ ეს მოხდა მრავალი წლის შემდეგ, როცა   სტელერის ძროხები უკვე გადაშენებულები იყვნენ.


Responses

  1. Amazing webpage, exactly where did you obtain the layout?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: