Posted by: teaele | August 4, 2009

მატამატა

უცნაური გარეგნობის მქონე სხვა ცოცხალ არსებათა შორის,  განსაკუთრებით საინტერესოა კუს ერთ-ერთი სახეობა – მატამატა (Chelys fimbriata) .matamata საინტერესოა სწორედ თავისი უცნაური კონუსისებური წვეტიანი რქოვანი ბორცვებით, რომლებიც სამმწკრივად განლაგებულია მის სხეულზე და ეგრეთწოდებულ ბაკანს ქმნის. ამას ისიც ემატება, რომ გრძელი კისერი შემკულია თავისებური წანაზარდებით, რომელსაც ფოჩებიც კი შეიძლება ვუწოდოთ. თავი ბოლოვდება პატარა ხორთუმით, ოღონდ სპილოს ხორთუმის მსგავსი არ გეგონოთ, ზომით ბევრად პატარაა და დანიშნულებაც განსხვავებულია. სხეულის შეფერილობა მურაა, ოდნავ მოყვითალო ელფერით. images

ეს არსება უცნაური გარეგნობის გარდა, უცნაურადაც იკვებება. ახასიათებს ჩასაფრება წყლის მცენარეებს შორის. მსხვერპლის დასაჭერად მას თავისი ფოჩები ეხმარება (აი, რა დანიშნულება ჰქონია), ისინი წყალში ,,კანკალებენ”,  ერთგვარი მისატყუარია თევზების, ბაყაყების,  ლიფსიტების, თავკომბალებისა და ნაირგვარი უხერხემლო ცხოველისათვის. მისატყუარი ერთია, მაგრამ როგორ იკვებება? როგორ და, სარჩოს მოახლოებისას მატამატა აღებს პირს და წყალს ისრუტავს ცხოველებიანად, მერე კუმავს პირს და ყლაპავს ნადავლს, წყალს კი უკანვე ანთხევს. საყურადღებოა, რომ მატამატა ჭამს მხოლოდ ცოცხალ არსებებს. ამაში დარწმუნდნენ ერთ-ერთი ექსპერიმენტის ჩატარებისას, როდესაც მკვდარი ცხოველები გადაყლაპვის შემდეგ უკან ამოანთხია. როგორც ჩანს, ცოცხალია თუ არა ცხოველი, ამ ინფორმაციას კუჭიდან იღებს.

800px-Бахромчатая_черепаха_2

ეს კუ – მატამტა    პეტროგრადის ( ყოფილი  ლენინიგრადის)      ზოოლოგიის მუზეუმის  ექსპონანტია

მიუხედავად იმისა, მოგეწონათ იგი თუ არა,  მის შესახებ სრული წარმოდგენისათვის აუცილებელია კიდევ იცოდეთ მისი გავრცელების არეალი, ანუ სად უნდა ვიმოგზაუროთ რომ მას გადავაწყდეთ.

მატამატა გავრცელებულია ბრაზილიაში, გვინეასა და ვენესუელაში. ცხოვრობს ნაირგვარ წყალსატევებში. მოცემულ ვიდეოში კი, სწორედ მისი მაძიებლები არიან

და კიდევ ერთი, მისი სხეულის სიგრძე 55 სმ-მდეაააა….

ახლა კი დროებით, დაგემშვიდობებით

lukeდა დაგტოვებთ ცოცხალ სამყაროში ცოტა ხნით მარტოს.


Responses

  1. მიყვარს კუები🙂 ერთხელ ტყეში ვიპოვე უსაყვარლესი კუ, მაგრამ ისევ გავუშვი :ლოლ: მომეწონა შენი ბლოგი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: