Posted by: teaele | July 29, 2009

ბიოლოგიური საათები

მთავარია გაჩნდეს კითხვა, კითხვა, რომელიც მოსვენებას არ იძლევა და მეცნიერების დაუღალავი შრომა  და საოცარი მოთმინება ნაყოფს გამოიღებს. ეს ის ნაყოფია, რომელიც კიდევ ერთხელ გაააზრებინებს კაცს ცოცხალი სამყაროს მშვენიერებას, რომელიც მის თვითმყოფადობაში ავლენს ხოლმე თავს.  –  და აი, ზოგიერთი კითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებს: –  რატომ ყვავის მცენარე წლის თბილ სეზონში, რატომ გრძნობს ადამიანი ძილის მოთხოვნილებას ღამით და ფხიზლდება დილით, რატომ ტოვებენ ფრინველები ზამთრის სიცივეში საცხოვრებელ ადგილებს და გაზაფხულზე უკან რატომ ბრუნდებიან? ამ კითხვებზე პასუხი ერთი აღმოჩნდა,  მეცნიერები სხვადასხვა კვლევების შედეგად ერთ დასკვნამდე მივიდნენ – ცოცხალ არსებათა მიერ დროის განსაზღვრის უნარი რიტმულ პროცესებთან არის დაკავშირებული.

რიტმულობა ორი ურთიერთდაკავშირებული – აქტიური და პასიური – ფაზის ერთობლიობა და განმეორებაა. მაგ: ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, აგზნება-შეკავება, ძილი-სიფხიზლე და სხვა.

ცოცხალი ორგანიზმებისთვის დამახასიათებელ რიტმებს, ანუ  დროის გაზომვის ბიოლოგიურ ფორმას, ,, ბიოლოგიური საათები” ეწოდება.

მაშ ასე, რითი დაიწყეს? ბიოლოგიური საათების შესწავლის პირველი ცდა ფრანგმა ასტრონომმა დე მერანმა ჩაატარა. 1729წელს გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ლობიოს ფოთლების მოძრაობის რიტმულობას მიუძღვნა. საინტერესო გამოკვლევები ჰქონდათ ამერიკელ მეცნერებს გარნერსა და ალარდს ( 1920-1924წწ) , რომლებიც სწავლობდნენ მცენარეთა რეაქციებს დღის ხანგრძლივობაზე.

მე-18 საუკუნის გამოჩენილმა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინეიმ კი ქ. უფსალაში, პატარა ნაკვეთზე ,,ყვავილების საათი” შექმნა. ამისთვის მან გამოიყენა შემდეგი მცენარეები: ფამფარა, ვარდკაჭაჭა, ხარნუყა, კიჭკიჭა, ღიჭა, ნეგო, ყაყაჩო და შროშანი და სხვა. ისინი ისეთი თანმიმდევრობით იყვნენ განლაგებულნი, რომ მათი ყვავილების გაშლა-დაკეცვა სინქრონულად ხდებოდა. ,,ლინეის საათები”, როგორც მას უწოდეს, აჩვენებდა დროს დილის 4 საათიდან (როცა პიველად იშლებოდა ფამფარაა ყვავილები) ღამის 12 საათამდე (როცა იკეცებოდა ღამის დედოფლის ყვავილები). ყოველი ყვავილი ამ მხოლოდ მათი ,,მორიგეობის” დროს იშლებოდა.

დილის 6-7 საათზე იშლება ვარდკაჭაჭას, ასკილის, ყაყაჩოს ყვავილები, უფრო გვიან – სალათის ყვავილები და, თუ ცა მოწმენდილია, ვირისტერფაც. მათი ყვავილები მოღრუბლულ ამინდში დღისითვე იკეცება, ხოლო ნათელ ამინდში – საღამოობით.

არიან მცენარეები, რომელთა ყვავილები შებინდებისას იშლებიან. ასეთებია ენოთერას, გულისაბას, ზოგიერთი მიხაკის და სხვა მცენარეთა ყვავილები.

როგორ გგონიათ, რატომ იშლებიან და იკეცებიან ყვავილები?

დაკეცვა მცენარის მტვრიანას იცავს ღამის სიცისვისა და ჭარბი ტენისაგან. დღისით გაშლისას კი იქმნება პირობები მათი დამტვერვისტვის.

ცოცხალ არსებათა დღე-ღამურ რიტმს ცირკადულს უწოდებენ. გარდა ცირკადული რიტმებისა, არსებობს მოქცევა- უკუქცევასთან, მთვარის ცვლასთან დაკავშირებული რიტმები.

მოქცევა-უკუქცევა, როგორც ცნობილია მსოფლიო ოკეანისთვის დამახასიათებელი თვისებაა და იგი გარკვეულ, პერიოდულ ხასიათს ატარებს.

ცხოველთა შორის არიან დღის განმავლობაში აქტიურნი, ღამით აქტიურნი და შერეული აქტივობის. ცხადია ასეთი დაყოფა პირობითია. დღისით აქტიურა ხვლიკის ზოგიერთი სახეობა, ქათმები, წინწკლებიანი თრია და სხვა. 82-98% მათი აქტიურობისა დღეზე მოდის. ტიპობრივ ღამის ფორმებს მიაკუთვნებენ ღამურებს, ბუებს, ზოგიერტ გველს, ტარანტულებს და ა.შ. მტაცებელი ცხოველები სანადიროდ იმ საათებში გამოდიან, როცა მათი მხვერპლი თავშეფარებული არ არის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: