Posted by: teaele | July 14, 2009

მთის ჩადუნა

images13

მთის ჩადუნა – (Dryopteris filix-mas) მთიანი ტყეების                ბინადარია. მისი დიდი ზომის ფრთისებრი ფოთლები ძაბრის ფორმისაა. ასეთი ფორმის გამო საერთოდ გვიმრის ფოთლებს ფუჟერებსაც უწოდებენ, რაც ფრანგულიდანაა ნასესხები და თვით გვიმრას ნიშნავს.

სხვადასხვა ენაზე მისი სახელი ასე იკითხება: images

Папоротник мужской – რუს.
Schott – ინგ.
Gewoőnlicher Wurmfarne – გერმ.
Fougėre male – ფრანგ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვასახვა სახელითაა ცნობილი.

მაგ: ქართლში – დათვისაგებელა; თუშეთში – მჩადა, ჩადა; ზემო იმერეთში – ღორთიფქლა; მთის რაჭაში – იფხლა, იმხლა; ლეჩხუმში – მუჩუ; გურიაში – ტყის გვიმრაი;

images23ჩადუნა გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, მათ შორის არქტიკულ ზონაშიც, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში იგი გვხვდება ყველგან ქიზიყისა და გარდაბნის გარდა. იგი ტყის ყველაზე ტენიან ადგილებში – ღელეებთან, ნაკადულებთან  ცხოვრობს.

მიწისზედა ღეროები მცენარეს არა აქვს. ფესურა მძლავრია, ირიბად ამომავალი ან ჰორიზონტალური. ფესურაზე წინა წლის ფოთლების ყუნწის ნაშთია შემორჩენილი. კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი. images 22ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის მსვლელობაში თანდათან სწორდება ზეაღმართვით.

ჩადუნას ნორჩი სპირალურად დახვეული ფოთლები ზოგან საჭმელად გამოიყენება მხალის სახით.

farmacia_das_ervas_pisca_cruzჩადუნას დიდი გამოყენება აქვს სამკურნალო თვალსაზრისით. მის სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ფესურა. მას აგროვებენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) ან ვეგეტაციის დაწყებისას (აპრილ-მაისში). მიწიდან ამოთხრილ ფესურას გაასუფთავებენ ფუძესთან, მოაშორებენ ფოთლებს და დანით ააჭრიან ფესვებსა და ფოთლის ყუნწებს.

ჩადუნას გამოიყენება როგორც ჭიის საწინააღმდეგო საშუალება. მის ფესურაში შემავალი ნივთიერებები ადამბლავებენ ჭიების (ტენიების) გლუვ მუსკულატურას, რის შედეგადაც ისინი განავალს გამოყვებიან. ამიტომ მასთან ერთად საფაღარათო საშუალებებს იყენებენ. ჩადუნას  ჭიის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენებისას საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა. მკურნალობამდე ერთი დღით ადრე ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ცხიმიანი საკვები. ჩადუნას იყენებენ ასევე კიდურებზე ვენების გაგანიერებისა და კანის დაავადებების დროს.


Responses

  1. ra kargi blogiaaaa🙂
    miyvars flora da fauna!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: