Posted by: teaele | July 13, 2009

ფითრი

mistletoe9764lgფითრი – (mistletoe) საქართველოში კარგად ცნობილი მარადმწვანე, მრავალწლოვანი ნახევრადპარაზიტი მცენარეა, რომელიც სახლობს მუხაზე, ვაშლზე, მსხალზე, იშვიათად წიწვოვნებზე.

იგი 40–50სმ სიმაღლის ბუჩქია. მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. იგი ხის ტოტზე სახლდება, იზრდება, იქედან იღებს საკვებ ნივთიერებებს, სანამ დასუსტებული ტოტი არ მოხმება. სიტყვა ნახევრად პარაზიტი დამაფიქრებელია და სწორედ მისი მწვანე ფოთლების გამო ითქმის ასე. ე.ი. მწვანე ფოთლების არსებობა მიუთითებს ფოტოსინთეზის პროცესზე, რომელიც მასში მიმდინარეობს.

imagesფითრი ზოგჯერ 40წლამდეც კი ცოცხლობს. მისი ღეროები მოყვითალო მწვანეა და ხშირად დატოტვილი.  ნაყოფი თეთრი, ბურთისებრი კენკრაა.  ყვავილობის პერიოდია მარტი–მაისი. ნაყოფი მწიფდება გვიან შემოდგომაზე და არ ცვივა.

15_tinkerbirds_mistletoe_3

მეტად საყვარელი საკვებია ფრინველებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ თესლის გავრცელებას _ წებოვანი თესლი ნისკარტს მიეკვრება და ამ დროს ფრინველი ცდილობს მოიცილოს მიკრული თესლი და იწყებს ტოტზე ნისკარტის ხახუნს, რის შედეგადაც ხის მერქანში იჭრება.

15_tinkerbirds_mistletoe_10

ფითრისგან მცენარის განთავისუფლება არც თუ ისე იოლია, საჭიროა მთლიანად იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ის არის დასახლებული.

ფითრს ფართო გამოყენება აქვს ხალხურ მედიცინაში. აღიარებულია ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებად. მის ფოთლებსა და ღეროებს აგროვებენ გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში.

MistletoeL

ფითრისგან დამზადებული თხევადი ხელის საპონი

mistletoe_white1

ფითრის  სანთელი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: