Posted by: teaele | July 8, 2009

მარტორქა

ერთი ჩემი ახლობელი ხშირად უსვამდა ბავშვებს კითხვას: აბა ვინ იცის მარტორქას რამდენი რქა აქვსო? ბავშვები იბნეოდნენ, ზოგი რამდენს ამბობდა, ზოგი რამდენს. ყველანი ძალიან ხალისობდნენ.

ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა, ამ გიგანტზე დაწერა რო გადავწყვიტე.

თავდაპირველად ამას შემოგთავაზებთ  განწყობისთვის

ეხლა კი გავიცნოთ გიგანტი ძუძუმძოვარი, რომელსაც ბუნებაში მტერი არა ჰყავს ( თუ ადამიანს– ბრაკონიერს არ ჩავთვლით)

ხმელეთზე ბინადარ გიგანტურ ძუძუმწოვართა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარტორქას. მისი სხეულის აღწევს 420სმ–მდე, სიმაღლე მინდაოში – 2მ–მდე, ხოლო წონა – 2ტონამდე.

მარტორქას კანი დანაწევრებულია ცალკეულ უბნებად, რომლებიც ჯავშნებივით აქვს ჩამოკიდებული. ამის გამო მას ,,ჯავშნოსან მარტორქას” უწოდებენ. სხეული ტიტველია. მხოლოდ კუდზე და ყურებზე აქვს ჯაგრისებური ფუნჯები.

ცხვირზე მოზრდილი რქა აზის, რომლის სიგძე შეიძლება იყოს 60სმ–მდე. წარსულში ადგილობრივ მცხოვერბლებს ეგონათ, რომ მარტორქის რქას სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებებიჰქონდა და ამიტომ უმოწყალოდ ხოცავდნენ.

მარტორქა გავრცელებულია ასამში (ინდოეთი), ჩრდილო ბენგალიასა და ნეპალში. ცხოვრობს ჭაობიან ადგილებში.

როგორც უკვე ავღნიშნეთ მარტორქას ბუნებაში მტერი არ ჰყავს. მის წინაშე სპილოც კი უკან იხევს, ხოლო მძვინვარე ვეფხვი მხოლოდ პატარა მარტორქაზე თუ ბედავს თავდასხმას. მარტორქა თვითონ ხდება თავდამსხმელი, თუ მის მყუდროებას ვინმე დაარღვევს. მიუხედავად იმისა, რო მარტორქა ერთ იშეხედვით ტლანქი ცხოველია, ის საათში 40–მდე კილომეტრს სწრაფი სირბილით დარბის.

მარტორქის მაკეობა გრძელდება 16 ნახევარ თვემდე და შობს ერთ ნაშიერს, რომელიც 65 კგ–მდე იწონის. დაბადებისას ვარდისფერია. დინგი ღორის დინგს მიუგავს.

მარტოქა არის ორი სახეობა თეთრი და  შავი.

ბოლოს კი დაგისვამთ შეკითხვას: რამდენი რქა აქვს მარტორქას? :)) :)) :))


Responses

  1. 3


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: