Posted by: teaele | July 3, 2009

კონრად ლორენცი

კონრად ლორენცი, გამოჩენილი ავსტრალიელი ზოოლოგი, ბრწყინვალე ნატურალისტი და ეთოლოგიის (მეცნიერება ცხოველთა ქცევის შესახებ) ფუძემდებელი. ფართო წრისათვის ცნობილია, როგორც არაერთი საინტერესო წიგნის ავტორი.ლორენცი მე–20 საუკუნის ინტელექტუალური ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა ფიგურა იყო. მას ერთდროულად ყავდა მრავალი გულმხურვალე თაყვანისმცემელიც და მოწინააღმდეგეც.

კონრად ლორენცი 1903 წელს ვენაში, წარმატებული ექიმ ორთოპედის, ა. ლორენცის ოჯახში დაიბადა. მომავალი მეცნიერი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ცხოველებისადმი სიყვარულით და დროის უმეტეს ნაწილს მათთან ატარებდა.  კონრადი დაგვიანებული ,,დაუგეგმავი” შვილი იყო და შესაძლოა, ამით აიხსნება ოჯახისწევრების გასაოცარი მოთმინება მისი გატაცებისადმი. ვენის მახლობლად, სოფელ ალტენბერგში, დუნაის ნაპირზე მდებარე მათ მამულში სახლი და ეზო სავსე იყო კონრადის მიერ მოყვანილი არსებებით. იგი აშკარა უპირატესობას ფრინველებს ანიჭებდა. ლორენცი ზოოლოგობაზე ოცნებობდა, მაგრამ როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, მან გადაწყვიტა გვერდზე გადაედო ცხოველებით ეს ,,ბავშვური” გატაცება და ოჯახური რადიციისათვის დაეთმო, რომელიც ექიმობას ავალებდა. ლორენცი ამ ტრადიციას მამის ხათრით დაემორჩილა, თუმცა ცხოველებისათვის თავი არ დაუნებებია, პირიქით, ჯერ კიდევ სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისას ცხოველთა ქცევის შესწავლას ხელი სერიოზულად მოკიდა.

კონრად ლორენცს მეტსახელად ,,ბატების მამასაც” კი ეძახდნენ, თუმცა იმპრიტინგის წყალობით მათთვის უფრო დედა იყო.

1973 წელს კ.ლორენცი, ნ. ტინბერგენი და კ. ფონ ფრიში  ნობელის პრემიით დააჯილდოვეს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში იმ აღმოჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველთა ინდივიუალური და ჯგუფური ქცევის მოდელთა შექმნასა და ჩამოყალიბებასთან.

დაუსრულებელი სტატია……….


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: