Posted by: teaele | July 3, 2009

გიგანტი ფრინველი – მოა

უცნაური კუნძულია ახალი ზელანდია! აქ ხარობს სხვაგან უკვე გადაშენებული გვიმრი ტყეები- ქვანახშირის პერიოდის მემკვიდრეობა.
ახალზელანდიელ ფრთოსანთა ბევრმა სახეობამ უზრუნველი არსებობის გრძელი ისტორიის მანძილზე დაკარგა ფრენის უნარი. ისინი სამუდამოდ დაემშვიდობნენ ფრთებს – რაღაში ჭირდებოდათ, როცა ირგვლივ საშიში მტაცებელი არ იყო?
ახალი ზელანდიის ერთერთი გასაოცარი ფრინველი მოა იყო – უზარმაზარი უფრთო გიგანტი, – რომელიც ტლანქად დაბაჯბაჯებდა მასიური ,,სპილოს” ფეხებით.
1839 წელს იპოვეს ამ გიგანტური ფრინველის ძვალი. თავდაპირველად ხარის ფეხი ეგონათ, თუმცა პალეონტოლოგების კვლევების საფუძველზე დამტკიცდა, რომ ეს ძვალი გიგანტ ფრინველს ეკუთვნოდა. პალეონტოლოგმა რიჩარდ ოუენმა 45 წელი მიუძღვნა გოლიათი ჩიტების შესწავლას. კვლევებისთვის მხოლოდ ძვლები კი არა კვერცხის ნაჭუჭებიც გამოიყენეს. მან აღწერა მოას ბევრი ნაირსახეობა და მუზეუმისთვის გიგანტური ფრინველის ჩონჩხიც კი დაამზადა.
გასულ საუკუნეში გამოჩნდებოდა ხოლმე კაცი, ვისაც ვითომ საკუთარი თვალით ყავდა ნანახი ცოცხალი მოა.
მეორედ, უკვე 1960 წელს, მიწის ნაკვეთების მზომელებმა ერთ დილით შეამჩნიეს უზარმაზარი ჩიტის ფეხის ანაბეჭდი, რომლის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 27 სმ იყო. კვალი ტყისპირა ბარდებში იკარგებოდა.
ზოგიერთი ოპტიმისტი ზოოლოგი დღესაც არ კარგავს იმედს, რომ ახალი ზელანდიის მთიან ტყეებში იპოვის ცოცხალ გიგანტს.
ეს ფრინველები ამოწყდნენ არც თუ ისე დიდიხნის წინ.
ამბობენ, ბაკაპუნკას მთაზე ერთი გადარჩენილი მოა იმალებაო. იგი მხოლოდ ჰაერით იკვებება და ორი უზარმაზარი ხვლიკი იცავსო. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა.

ასეთი იყო გიგანტი ფრინველი –მოა


Responses

  1. da ratom gadashenda??? :(((


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: