Posted by: teaele | June 30, 2009

კავკასიური როჭო

დავიწყებ იმით, რომ კავკასიური როჭო რატომღაც ძალიან მიყვარს.

ეს ფრინველი როგორც  ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.

caucbg

კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) – საშუალო ზომის ტყის ფრინველია, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია გავრცელებული. დედალი და მამალი გარეგნობით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მხოლოდ სიცოცხლის მესამე წელს ემსგავსება დედალი მამალს. ამ მოვლენას ბიოლოგიაში ასაკობრივი დიმორფიზმი ჰქვია. მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას.
შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი.

კავკასიური როჭოს გავრცელების საზღვრები

2008294

70426587

ეს წიგნი 2003 წელს გამომცემლობა ბუნება პრინტისა  და   საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის მიერ იქნა გამოცემული.

1193300903

დედალი და მამალი როჭო
გამოიცანით რომელია მამალი?  როგორ მიხვდით?


Responses

  1. es ro wavikitxe skolashi maswavlebelma magina


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: