Posted by: teaele | June 30, 2009

დაბადება და ….. სიკვდილი

დაბადება – ბავშვობა – სიჭაბუკე – სიმწიფე – სიბერე და ….. სიკვდილი

ეს არის განითარების ის გზა, რომელიც ყველა ცოცხალმა ( ამ შემთხვევაში ადამიანმა) უნდა გაიაროს. სხვა ცოცხალი არსებები სხვადასხვა სტადიებს გადაიან დაბადებიდან, თუმცა ბოლო ყველასთვის ერთია – სიკვდილი. ეს ისევე კანონზომიერი მოვლენაა, როგორც სხვა დანარჩენი – მაგ: სიჭაბუკე და სიმწიფე.

მაშ ასე , შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი დასასრულია.

ადამიანის სხეულში უამრავი უჯრედია (60 ტრილიონამდე). და სწორედ ისინი ბერდებიან, წყალი აკლდებათ, იჭმუხნებიან და მკვრივდებიან, ძლივსღა ართმევენ თავს საკუთარ მოვალეობებს. ცუდად მრავლდებიან და მერე კი საერთოდ კვდებიან.

ცნობილი მეცნიერის ივანე პავლოვის აზრით ,, დაბერების პროცესში დამწყებ და წამყვან როლს თამაშობს ცენტრალური ნერვული სისტემა, უმთავრესად თავის ტვინის ქერქი და მასთან დაკავშირებული სხვა სისტემები. ”

ფსიქიური განცდები, როგორიცაა მწუხარება, ნაღველი, გულისგატეხა, შიში იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას. ეს კი სხვადასხვა დაავადებების მიზეზია, რასაც შემდეგ მოსდევს სიბერე და ბოლოს სიკვდილი.

არის ასეთი მეცნიერება სიკვდილის შესახებ – ტოტალოგია, რომლის სახელწოდება შემოგვთავაზა ილია მეჩნიკოვმა. ტოტალოგიის ამოცანაა გაიგოს სიკვდილის არსი ( უცნაურია, მაგრამ ….), მისი  ყველა კანონზომიერება ( თუკი ასეთი არსებობს?!) და გამოვლინება. შეიმეცნებს რა ამას, გადასწიოს სიკვდილი შესაძლებელ ზღვრამდე (?!)

მეცნიერების შეხედულებისამებრ სიკვდილის მიზეზი ყოველთვის სასიცოცხლო პროცესების რაღაც დარღვევაა და არა მისი ლოგიკური დასასრული, რომელსაც ფიზიოლოგიური სიკვდილი უწოდეს.

ეს ყველაფერი შესავლის სახით. ეხლა კი ….

როგორია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა?

ძველ საბერძნეთში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად მიიჩნევდნენ 29 წელს, რომში შედარებით მეტს. XVI საუკუნეში ევროპელები  21 წელს თვლიდნენ, უფრო მოგვიანებით კი ამ ზღვარმა 34 წლამდე მიაღწია. მე–20  უკვე ამ ზღვარს კიდევ უფრო ადიდებს და 60–70 წელს ასახელებს. დღესდღეობით კი ამ რიცხვმა კიდევ დაიწია და საშუალოდ 50 წელი იგულისხმება.

ეხლა კი, ვნახოთ რამდენ წელს ცოცხლობენ ცხოველები :

ქარიყლაპიებია, ჭანრები, ლოქოები – 80 წლამდე

გიგანტური კუები – 178 წელს

ბაყაყები – 18 წელს

გომბეშოები – 36 წელს

თუთიყუშები – 90 წელს( ერთმა კაკადუმ 117 წელი იცოცხლა)

ყვავები – 70 წელს

სირაქლემები – 35–40 წელს

არწივები და წეროები – 60 წელს

ცხენები – 20–30 წელს  (ერთმა ცხენმა 60 წელი იცოცხლა)

ხარები – 25– 30 წელს

ცხვრები – 12–14 წელს

თხები –18– 27 წელს

ძაღლები – 16–22 წელს

კატები – 10–12 წელს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: