Posted by: teaele | June 27, 2009

ადამიანი და ობობა

იმ შორეულ წარსულში, როცა ადამიანი გამოქვაბულში დასახლდა ( ობობა კი უკვე დიდი ხანი იქ ცხოვრობდა), ადამიანი და ობობას გზები გადაიკვეთა, ისინი ერთმანეთს შეხვდენენ, მაგრამ არცთუ ისე გულღია მეზობლები გახდნენ.

ქვის ხანის ხანის სახვით ხელოვნებაში, ობობას სიმბოლური ფიგურა გამოხატავდა… ქალს, ქვის ხანაზე უფრო გვიანდელ დროს თუ მივმართავთ, ძველ წიგნებში ობობების შესახებ ბევრ უცნაურ და გაუგებარ ამბავს წააწყდებით.

მაგალითად, ასეთ რამეს ჰყვებიან:

867წელს ლუდოვიკო გერმანელის ჯარები იტალიაში შეიჭრნენ, მაგრამ კალაბრიის მთებში უბედურება შეემთხვათ: ჯარისკაცები ერთმანეთზე მიყოლებით იხოცებოდნენ უცნობი დაავადებისაგან. მათ რაღაც შმაგი შეშლილობა ემართებოდათ. ცეკვის მსგავსი კრუნჩხვები და სიკვდილი. არავითარი ექიმი და წამალი არ ჭრიდა. თუმცა ერთი კი დაასკვენს, ამაში დამნაშავე ობობები იყვნენ. მალე მთელს სამხრეთ ევროპას მოედო ეს ქანცგამომცლელი როკვით მტანჯველი დაავადება. მას ტარანტიზმი უწოდეს.

ამ ამბავში უცნაური არაფერია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რითი მკურნალობდნენ ამ შეჩვენებული ტარანტულის დაკბენილ ხალხს? მუსიკით!…. დიახ, მუსიკით.  უცნაური კი აი, ეს არის….

მხიარულად და სწრაფად უკრავდნენ ვიოლინოზე, გიტარაზე ან დაირაზე. ავადმყოფი კი, თუნდაც სულის მოთქმა არ შესძლებოდა, უნდა ამდგარიყო და ეცეკვა და ეცეკვა. დიდხანს უნდა ეცეკვა, სანამ ძალა ეყოფოდა. ამბობენ, ზოგს ზედიზედ 36 საათიც კი უცეკვიაო. გიჟური ცეკვისაგან  საბოლოოდ გასავათებული ტარანტოლატი (ასე მოიხსენიებენ ტარანტულის დაკბენილს, დაავადებულ ადამიანს) ქანცგაწყვეტილი ეცემოდა ძილს ეძლეოდა. დილით უკვე ჯანმრთელი იყო, თუმცა ძალზე სუსტად კი გრძნობდა თავს. ხანდახან ერთი წლის შემდეგ ტარანტიზმის შეტევები მეორდებოდა  და ახლობლები ისევ მევიოლინეს ეძებდნენ.

შესაძლოა უსაზღვროდ ბევრი ცეკვის შედეგად ავადმყოფი უზომო ოფლიანობის გამო იკურნებოდა: უხვად გამოსულ ოფლს სხეულიდან დამღუპველი შხამები და ტოქსინები გამოჰქონდა. შესაძლოა ცეკვა მხოლოდ ამით შველოდა, ხოლო ვინ რას და რაზე უკრავდა – არ ჰქონდა მნიშვნელობა. ერთი კია, ალბად მაშინ ადამიანები სხვაგვარად ფიქრობდნენ.

იდუმალებით მოცული ტარანტიზმისა და მისი მკურნალობის მუსიკალური მეთოდების ასახსნელად მედიკოსებს ახლა უკეთესი ვერაფერი მოუფიქრებიათ. თუმც კი, დღეისთვის მეცნიერება არ იცნობს ასეთ დაავადებას.

თვით ობობა ტარანტულის ანუ ,, დიდი შხამიანი ობობას” შესახებ უფრო მოგვიანებით მოგითხრობთ. ეხლა კი ისე, ვიზუალურად გაიცანით


Responses

  1. ძალიან დამაინტერესა ისტორიულმა მასალამ, იქნებ ზუსტი წყარო მიგვითითოთ. ასევე, ველოდებით ინფორმაციას ტარანტულის შესახებ.წინასწარ მადლობა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: