Posted by: teaele | June 3, 2009

თევზების ყნოსვა ანუ განგაში წყალში

მეცნიერები დიდად დააინტერესა თევზების ყნოსვამ.

რა როლს ასრულებს იგი თევზების ცხოვრებაში? – აი, კითხვა, რომელიც ავსტრიელი მკვლევარის კარლ ფრიშის წინაშე დაისვა. ფრიში ციმორის სმენის ორგანოებს სწავლობდა. მან მიაჩვია ციმორები, მდინარის ნაპირთან შეგროვილიყვნენ, სადაც  მათ საკვებს აწვდიდა. ფრიშმა რაღაცნაირად მოახერხა თემზების დანიშვნა ანუ კანი გაუკაწრა და ისევ წყალში გაუშვა. როგორ ფიქრობთ რა მოხდა ამის შემდეგ? როგორც კი ციმორი თავის სტიქიას დაუბრუნდა, მისი მოძმეები ძალიან დაფრთხნენ და სწრაფად მოშორდნენ ნაპირებს.

გაჩნდა ახალი შეკითხვა: რამ დააფრთხო თევზები? – ფრიში დაფიქრდა და შემდეგ სხვაგვარად გაიმეორა იგივე. მან ციმორი ნაფლეთებად აქცია და წყალში ჩაყარა. ატყდა წყალში განგაში.შემდეგ მან თევზს წვენი გამოადინა და წვეთ–წვეთობით ჩაუშვა წყალში. ამასაც იგივე შედეგი მოყვა.

რატომ დაფრთხნენ თევზები? როგორც ჩანს, ციმორის კანი გაჭრისას გამოყოფს რაღაც ნივთიერებას, რომლის სუნიც აფრთხობს დანარჩენებს. ამას ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს: ცხოველი სხვადასხვა ნივთიერების გამოყოფით ხშირად თავს იცავს მტრისაგან ან რაიმე საფრთხეს გაურბის.

ციმორი-(-Gobio gobio (L.)–Пескарь ) საქართველოს მრავალ მდინარეში გვხვდება: კოდორში, მტკვარში, არაგვში და სხვაგან, ასევე ტბებსა და წყალსაცავებში. იზრდება 25სმ. იკვებება სხვადასხვა უხერხემლო ცხოველით, ხოლო თვითონ მტაცებელი თევზების საკვებია.  ციმორს არ უყვარს სწრაფი მდინარეები, ცხოვრობს  პატარა გუნდებად.

30

ციმორებზე დაკვირვების შემდეგ გაჩნდა ახალი შეკითხვა: როგორ მოქმედებს ეს სიგნალები მონათესავე თევზებზე? ცდა გაიმეორეს დაგამოირკვა, რომ რაც უფრო შორია ნათესაობა, მით უფრო ნაკლებ ,,ესმით” თევზებს ერთმანეთის, თუმცა ციმორი ყნოსვით არჩევს 15 სხვადასხვა სახეობის თევზის სუნს.

ზღვის თევზებიდან ყველაზე მახვილი ყნოსვა  აღმოაჩნდათ ზვიგენებს.             კ. ფრიშის დაკვირვებემა დასაბამი მისცა ახალ გამოკვლევებს, რაც თევზების ყნოსვითი ორიენცაციის საკითხებს შეეხება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: