Posted by: teaele | May 10, 2009

მიკროსკოპი

მიკროსკოპი გამადიდებელი ხელსაწყოა და გამოიყენება თვალით უხილავი არსებებისა და ობიექტების კვლევისთვის.

პირველი მიკროსკოპის შემქმნელად სახელდება XVII საუკუნის ინგლისელი მეცნიერი, ბუნებისმეტყველი რობერტ ჰუკი. იგი თავისივე დამზადებული მიკროსკოპით ათვალიერებდა მუხის ქერქის თხელ ანათალს და აღმოაჩინა, რომ იგი ტიხრებით გამიჯნული პატარ–პატარა უძრავი ,,საკნებისაგან” შედგებოდა. ჰუკმა თითოეულ საკანს ,,უჯრედი” უწოდა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰუკი სინამდვილეში მკვდარი მცენარეული უჯრედების მკვრივ გარსებს ათვალიერებდა. მიუხედავად, ამისა ტერმინი– უჯრედი მეცნიერებაში მაინც დამკვიდრდა. ამ აღმოჩენის ზუსტ თარიღად 1665 წელი ითვლება.

უფრო მოგვიანებით, იმავე საუკუნის ბოლოს, ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ანტუან ვან ლევენჰუკმა გააუმჯობესა გამადიდებელი ხელსაწყო, რომელიც 270–ჯერ ადიდებდა გამოსახულებას. ამ მიკროსკოპის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ცოცხლი, ერთუჯრედიანი არსებების, ბაქტერიებისა და სისხლის წითელი უჯრედების აღმოჩენა.

უჯრედების უფრო საფუძვლიანი შესწავლა პირდაპირ კავშირშია მიკროსკოპის გამადიდებლობის გაუმჯობესებასთან. თანამედროვე სინათლის მიკროსკოპი გამოსახულებას 3600–ჯერ ადიდებს.

XX საუკუნეში უკვე გამოგენებული იქნა ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც გამოსახულებას ასეულ ათასჯერ და რამდენიმე მილიონჯერაც კი ადიდებს.

მიკროსკოპის მოხმარების წესები და მისი სხვადასხვა ფორმები


კატეგორიები

%d bloggers like this: