Posted by: teaele | May 10, 2009

კივი ფრინველიცაა და ხილიც

კივი – ქათმისოდენა ფრინველია. მას ფრთები არა აქვს და ამიტომაც ფრენა არ შეუძლია. არა აქვს კუდი, მაგრამ აქვს ღონიერი ფეხები, წვრილი, მოღუნილი და მოხერხებული ნისკარტი. იგი 45სმ და 4კგ-ია.
კივი ცხოვრობს ახალი ზელანდიის ნოტიონ ტყეებში . მთელი დღე იმალება, ღამე კი საჭმელს დაეძებს.
კივის ბუდე სოროშია, ის ერთ ან ორ კვერცხს დებს, რომლის წონა 500გრ-მდეა. ეს მისი საერთო წონის 1/8–ია.თავის ზომა–წონასთან შედარებით ასეთ დიდი ზომის კვერცხს არცერთი სახეობის ფრინველი არ დებს.  კრუხობს მამალი კივი და კრუხობის ხანგრძლივობა 45-77 დღეა.

კივის ჭამს ჭიაყელებს, მატლებს, კენკრას და სხვა. წყალს ძალიან სასაცილოდ სვამს – ნისკარტს ბოლომდე ყოფს წყალში და შემდეგ ქვედა და ზედა ნისკარტებს ერთმანეთზე ატყაპუნებს და თან ,,ღრუტუნებს”, შემდეგ ნისკარტს ზევით სწევს და ასე ყლაპავს წყალს.

ამჟამად კივის რაოდენობა ძალზე შემცირებულია და მას ყველგან საგულდაგულოდ იცავენ.

kivi

post-25-1221844910

კივი– სასარგებლო ხილი

კივს სხვადასხვა სახელით იცნობენ, მას ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი  ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა.

Crnagora_065820a4142db1d2835e

1847 წელს ბრიტანელებმა თესლი სამშობლოში ჩამოიტანეს, მაგრამ კივის სიცივის ეშინია და ბრიტანეთში ვერ გაიხარა. 1904 წელს ამერიკელებმა წამოიღეს. დღეს კივი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

რა სიმდიდრეს ფლობს კივი
ამ პატარა ხილს შეუძლია C ვიტამინზე 24-საათიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იმდენივე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ორი ფორთოხალი და იმდენივე უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი გრიფრუტი; ბანანზე მეტ კალიუმს, ვიტამინ E-ს და მაგნიუმს. იმდენად ბევრ კალიუმს შეიცავს, რომ მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციების პირველი ნიშნების გაჩენისას ორი ცალი კივი გრიპისგან თავდასაცავად სრულიად საკმარისია.




კატეგორიები

%d bloggers like this: