Posted by: teaele | May 3, 2009

ცოცხალი შუქის ქიმია

ბიოლოგიური შუქის წარმოებისათვის ორი ნივთიერებაა აუცილებელი – ლუციფერინი და ლუციფერაზა.

ლუციფერინი ვიტამინ-k- ს მსგავსი ძალზე რთული ორგანული ნივთიერებაა, და ზოგიერთი მონაცემით, ფოსფორს შეიცავს. იგი ცხოველის მანათობელ ორგანოში წარმოიქმნება ფერმენტ ფოტოგენაზას ზემოქმედებით.

ამგვარი ბიო-ნათების წარმოებაში მონაწილეობს კიდევ ერთი ნივთიერება ჟანგბადი, რომლის გარეშეც სინათლე არ წარმოიქმნება, ვინადან ბიოლუმინესცენცია ნელა წვაა ანუ მაღალპროდუქტიული საწვავის – ლუციფერინის ჟანგვის პროცესი. ,,ასანთის” მაგივრობას სწევს ფერმენტი ლუციფერაზა (ცილა, რომელიც, როგორც ჩანს, სისხლის ჰემოგლობინის მსგავსად, მძიმე ლითონს შეიცავს). ლუციფერინის, ლუციფერაზას და ჟანგბადის ურთიერთქმედება ფოტოფორის მასაში ხდება.

მართალია, სინათლის წარმომქმნელ ნივთიერებებს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილები გამოიმუშავებენ, მაგრამ მათი შემდგომი გარდაქმნები, რომელთა შედეგადაც სინათლე იქმნება, წმინდა ქიმიური პროცესებია. ფოტოფირების ნათება ზოგჯერ მკვდარ ცხოველებზეც შეუნიშნავთ. მანათობელი ორგანოებიდან ამოღებული და გამომშრალი ფოტოგენური ნივთიერება ოდნავ დაასველოთ წყლით, სინჯარაში ნათებას დაიწყებს.


Responses

  1. sainteresoa

  2. თუ ლუმინისცენტური ნათება დიდი რაოდენობით ჟანგბადს საჭიროებს, დიდ სიღრმეებში ბინადარი თევზები და ცოცხალი ორგანიზმები როგორ ახერხებენ ამას? იქ ხომ ძალიან მცირე რაოდენობითაა ჟანგბადი…

  3. ცოტა მეტი ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ტექსტი🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: