Posted by: teaele | April 11, 2009

საქართველოში გავრცელებული მუხები

საქართველოში 5 სახეობის მუხაა გავრცელებული:

1. ქართული მუხა (Quercus iberica)

2. ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora)

3. კოლხური ანუ ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana)

4. იმერული მუხა (Quercus imeretina)

5. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus marganthera)

ქართული მუხა მუხებს შორის ყველაზე ფართოდაა გავრცელებული იგი მთისწინეთსა და მთის ქვედა სარტყელში მთელ საქართველოში გვხვდება. ეს მცენარე კავკასიის გარდა არსად არ იზრდება, ანუ იგი კავკასიის ენდემია. იგი საშუალო სიმაღლის (10–12მ–მდეა, იშვიათად 20–25მ–მდე). მისი ნაყოფი–რკო  უყუნწოა, ან ყუნწი ძალიან მოკლე აქვს. კვირტები და ზრდასრული ფოთლები შიშველია. ფოთოლი ქვემოდან უფრო მკრთალია. შემხმარი ფოთლები მთელი ზამთარი ტოტებზე რჩება. ქართულ მუხასდიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს, მისი მერქანი საუკეთესო ხარისხისაა. სწორედ ამის გამო იგი საფრთხის წინაშეა, საუკეთესო ინდივიდები  განადგურებულია.

ჭალის მუხა სიმაღლით ყველა ჩვენს მუხას აღემატება. იგი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მდინარეების მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა ადვილად გამსარჩევია სხვა სახეობებისგან იმით, რომ რკოს ყუნწი გრძელი აქვს. ამის გამო მას გრძელყუნწიან მუხასაც ეძახიან. განირჩევა აგრეთვე ფოთლითაც: 3–4 წყვილნაკვთიანი ფოთლები ტყავისებურია, ზემოდან მუქი, ქვემოდან კი ღია ლეგა და თან ბუსუსიანი. იგი კავკასიის ენდემია და თან უძველესი რელიქტური სახეობაა. შეტანილია წითელ წიგნში.

კოლხური ანუ ჰართვისის მუხა ჩვენში მხოლოდ დასავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში იზრდება. იგი უფრო ხშირად სხვა ტიპის ტყეებშია შერეული. ქუთაისის, ვანის და აჯამეთის ახლოს, იმერულ მუხასთან ერთად, კოლხური მუხა შესანიშნავ ტყეებს ქმნის. ეს მუხა სხვა მუხებისგან იმთ განსხვავდება, რომ მისი ფოთლის ფირფიტის ბოლო მესამედი გაფართოებულია, თვით ფირფიტა კვერცხისებური და მოკლე ნაკვთებიანია, წვედა მხრიდან ფოთოლი განსაკუთრებით ძარღვების გაყოლებაზე ბეწვიანია. ყუნწი 4სმ. სიგრძისა, რკოს ყუნწი ფოთლების ყუნწზე გრძელია და სწორმდგომია. თვით ხე საშუალო 25მ–მდე სიმაღლისაა. იგი იშვითი სახეობაა და შეტანილია წითელ წიგნში.

იმერული მუხა დასავლეთ საქართველოს იშვიათი ენდემია და ძირითადად მდ. რიონისა და მისი შენაკადების ჭალებშია გავრცელებული. უფრო იშვიათად აფხაზეთში, გურიასა და მდ. ხობის ჭალებში.. მისი ფოთლები უყუნწოა ან ძალიან მოკლე ყუნწიანი. ფოთლის ფირფიტა მეტწილად ძალიან ღრმად დანაკვთულია, თხელია, მოყვანილობით მოგრძო–კვერცხისებური. ზემოდან მუქია, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ნაყოფის წვრილი ყუნწი 8–10სმ სიგრძისაა, 1–2რკოს ისხამს. ხე სიმაღლით 30მ–მდეა. შეტანილია წითელ წიგნში.

მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა ძირითადად  აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1700–2200 მ ფარგლებში გვხვდება, სადაც ზოგან მეჩხერ ტყეებს ქმნის.იგი 15–20 მ სიმაღლის იზრდება. მის ყლორტები, ფოთლის ყუნწი და ძარღვები ქვედა მხრიდან მოკლე ხშირი ბუსუსითაა სქლად მოფენილი, ხოლო თანაფოთლები გრძელი ბეწვებითაა დაფარული . 2–5 რკო ერთად ტოტების ბოლოებშია განლაგებული. მათი ყუნწი ძალიან მოკლეა და ხშირი ბუსუსითაა მოფენილი.ნაყოფის ბუდის ქვედა ქერქლები ბუდის კედლებზე კი არაა მიწოლილი, როგორც მრავალი ჩვენებური მუხისა, არამედ, პირიქით გადმოწეულია.  რკო ბუდეს სიგრძით 2–ჯერ აღემატება. მაღალმთის მუხა წინა აზია–კავკასიის ერთ–ერთი უძველესი სახეობაა. ეს სახეობაც შეტანილია წითელ წიგნში.


Responses

  1. raaaris es ras gavs kacs arapershi gamoadgebaaaaaaaaaaaaa

  2. raaais es kacs arapershi gamoadgeba sxva saitebi jobia,martla ki ara gagexumret mara🙂🙂🙂🙂😦😦😦😦

  3. am

  4. madloba, me biologiashi gamomadga muxis saxeobebi!!!

  5. zaan kargi saitia gamomadga me es

  6. სპ დავალება დავწერე ინფორმაცია მოვიდზიე კაი საიტია ხშირად სჰემოვალ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: