Posted by: teaele | April 10, 2009

თერმორეგულაცია ფუტკრებში

ფუტკრებში ქცევის საინტერსო გამოვლინებაა თერმორეგულაციის შენარჩუნება სკაში. ეს არის ფუტკრის უნარი, ტემპერატურა ბუდეში შეინარჩუნოს თითქმის უცვლელად, ერთ დონეზე. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ფუტკრის მკერდის ტემპერატურა ფიჭებზე განსაკუთრებით მატულობს ცეკვების დროს,  ტემპერატურა ემატება იმ ფუტკრებსაც, რომლებიც მხოლოდ უყურებენ ამ ცეკვებს. როდესაც ფუტკარი “გახურდება”, მკერდის კუნთების მოქმედების პოტენციალი აღწევს იმ ამპლიტუდასა და სიხშირეს, რომელიც ფრენის მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ დროს ფრთები უძრავად რჩება. იქ, სადაც მეტისმეტად დაცხება, ფუტკრების ერთი ნაწილიფიჭებს სკაში შემოტანილ წყალს ასხურებს, მეორე ნაწილი რიგად ეწყობა, მუცლებით კრიჭის მხარეს და ფრთებს ამოძრავებს ამგვარად წარმოიქმნება საკმაოდ ძლიერი ჰაერის დიდი ჭავლი, რომელიც ზედმეტ სითბოს ხელად გამოანიავებს. დაბოლოს, თუ ტემპერატურა მაინც მატულობს, ფუტკრები ჯგუფ–ჯგუფად გამოდიან სკიდან და უძრავად ეკიდებიან სკას გარედან, კრიჭის ქვეშ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: