Posted by: teaele | April 9, 2009

საზაფხულო ეკო–ბანაკი ალგეთის ეროვნულ პარკში (2008წელი)

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა “ქორალი”

პირველი ლაშქრობა ალგეთის ეროვნულ პარკში – 2008 წლის ივლისი. img_1177სასწავლო წლის დასასრული, გამოცდები … ყველაფერმა ჩაიარა.
გადაწყვეტილება, რომელმაც სკოლაში მოლოდინის დიდი სიხარული გააჩინა აღსრულებაში უნდა მოსულიყო. მოვიაროთ საქართველო ფეხით, ვნახოთ მშვენიერი საქართველოს ხელთუქმნელი ბუნება, ისტორიული ძეგლები, უკეთ გავეცნოთ და შევიმეცნოთ –აი, ეს არის ის, რაც შევთავაზე ბავშვებს. ერთობლივი  ძალებით და დირექციის ხელშეწყობით დაიგეგმა ეკო-ბანაკი “ბედიანის ბავშვთა ცენტრ”-ის აღსაზრდელებთან ერთად ახლად შექმნილ ალგეთის ეროვნულ პარკში.
ჩვენი სურვილის შესახებ ვაცნობეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ვთხოვეთ გაეწიათ სათანადო დახმარება. შემდეგ ადგილზე დავუკავშირდი ეროვნული პარკის დირექტორს ბატონ მალხაზ ქავთარაძეს, რომელმაც მაშინვე დაგვიგეგმა ბავშვებისათვის საინტერესო მარშუტები, უსაფრთხოების მიზნით გამყოლებად აქტიურად ჩააბა რეინჯერები. ასევე მთელი ბანაკის პერიოდში ბავშვებთან ყოფნა შემოგვთავაზა  ეროვნული პარკის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელმა ია ჯორჯაძემ. ახალგაზრდა მეცნიერის ყოფნა, რომელიც ტყეში ჩვენთან ერთად სიარულის დროს ველზე მასალებს იღებდა, ბავშვებზე დადებითად აისახა. აღსანიშნავია, რომ ეს ბანაკი ახლად შექმნილი ეროვნული პარკისთვის პირველი ტურისტული ვიზიტი იყო.
2 ივლისი _ წვიმიანმა ამინდებმა თითქოს თავი დაგვაღწია და კარგი, მზიანი ამინდების იმედად სკოლის 2 მასწავლებელი და 18 უფროსკლასელი (IX-X-XI) სამარშუტო ტაქსით გავემგზავრეთ მანგლისისკენ.  წინ საინტერესო 8 დღე გველოდა.100_78831
ბავშვებს ბანაკის პერიოდში მოუწიათ მთელი რიგი სხვადასხვაგვარი სიძნელეების გადალახვა, რაც მათგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვდა.
ბანაკის ცხოვრება საინტერესოდ მიდიოდა _ დიდი ზურგჩანთა, საველე აღჭურვილობა, ღამის თევა კარვებში, ტყეში დიდხანს სიარული, დაღლილობა, სეტყვა, ტერფიდან-თხემამდე სისველე, კოცონი, კონსერვები, ნატურალური პროდუქტები, მოთმინება, მდინარეზე ბანაობა, ტბაზე ნავებით სეირნობა, დასვენება, მცენარეებისა და სოკოების შეგროვება, ფოტოები, ჩანაწერები, სიხარული, აღტაცება, მეგობრები…..
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა ულამაზესი ალგეთის ხეობა და მისი მიმდებარე ტერიტორია სულ 6822ჰა-ს მოიცავს, აქედან დაახლოებით 6000 ჰა ტყითაა დაფარული. ეს ტერიტორია რომ ნამდვილად დაცულია ამაშია გაუჩეხავი ტყის ხილვამ და რეინჯერების გულმოდგინებამ დაგვარწმუნა. ძნელია წარმოიდგინო 9 რეინჯერი თითქმის 24 სთ_იან რეჟიმში, როგორ ახერხებს ამ მშვენირი ხეობის მოვლა-პატრონობას. მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო ეროვნული პარკის დირექტორს, მის თანამშრომლებს, ბავშვებს და მათ მშობლებს გაწეული თანადგომისთვის და ბანაკის წარმატებულობისთვის. განვლილმა ლაშქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბავშვებს მჭიდრო კავშირი უნდა ქონდეთ ბუნებასთან, უკეთ შეიგრძნონ და შეიყვარონ მშობლიური მხარეები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის მოლაშქრეთა გუნდი და სამომავლო გეგმები. ყველაფერი წინ არის…….img_0960

შთაბეჭდილებები:
სოფო _ დაუვიწყარი დღეები და უმშვენიერესი ბუნება. ასე მესახება მე ეს ლაშქრობა. ამ დღეებმა ბევრი რამ შემძინა, _ ვისწავლე ტყის პირობებთან შეგუება, კილომეტრების გავლა ჩემხელა ზურგჩანთით, რაც ვერ წარმომედგინა.
თეა _ დიდი მადლობა, ყველაფერი კარგი იყო. ფეხები თავის ადგილას მაქვს, მენატრება სეტყვაში მოყოლა და მშობლიური ტყე.
ლევანი – ძალიან მომეწონა კლდეკარი, ტბა, ტყე. არ მომეწონა საძილე ტომარაში ძილი, მაგრამ კიდევ სიამოვნებით წავალ სხვა ლაშქრობაში.
გიორგი – განსაკუთრებით მომეწონა კლდეკარი, ვერასდროს წარმოვიდგენდი იმხელა სიმაღლეზე თუ ავიდოდი, თბილისში ტრანსპორტით აღარ ვივლიიიი….
ანი – დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მართალია ძალიან დავიღალე ბევრი სიარულით და კარავში ძილით, მაგრამ ბუნების მშვენიერება ყველაფერს მავიწყებდა. ნამდვილად არ მინანია ლაშქრობაზე წამოსვლა.
სალო – ვნახე ადგილობრივი ფლორის უმშვენიერესი წარმომადგენლები – ორქიდეები, ყვითელი შროშანი. ვნახე “ნამდვილი” ნაძვი. განსაკუთრებით კარგი იყო სეტყვაში მოყოლა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – საქართველოს ბუნება მართლაც მშვენიერია.


Responses

  1. vaaaa teaaaa ra magariaaa mec dzzaan magra miyvars egeti mogzaurobebi mere game karavshi daidzineb da shemogixteba lomiiii….. :D:D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: