Posted by: teaele | April 9, 2009

ზოგი რამ ფუტკრისნაირთა ოჯახზე

არსებობს მარტოხელა ფუტკრების მრავალი სახეობა. თუ დაუკვირდებით, გაზაფხულზე მათ ხშირად ნახავთ ტყეში, ყვავილის მტვერის შეგროვებისას. ისინი გვანან თაფლის ფუტკარს (Apis Mellifica). ზოგი მათგანი  ცოტა პატარაა   (მიწის ფუტკრები – ანდრენები), ზოგი კი სულ ნამცეცა (გალიკტები). მარტოხელა ფუტკრები თავის მატლებს თაფლისა და ყვავილის მტვრის ნარევით კვებავენ და სოროებში ან ხის ქერქის ბზარებში ზრდიან. მატლს გამოზრდის თუ არა დედა ფუტკარი, იღუპება. ასე ხდება ანდრენებთან. გალიკტები გზის გასწვრის ცხოვრობენ პატარ–პატარა კოლონიებად. მათი დედა ფუტკარი, ასეულობით გარს შემოხვეული, დატოტვილი სოროს სიღრმეში ზის და შთამომავლობაზე ზრუნავს.

მოზრდილი ჭრელი ბზიკებიც საზოგადოებრივ მწერებს მიეკუთვნებიან. ბზიკების კოლონიები იმ მხრივაა არასრულყოფილი, რომ მათ არ შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში არსებობა. სამაგიეროდ, სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულ ფუტკარ – მელიპონებს საკუთარი მუდმივი ბუდეები აქვთ. ესენი უნესტრო ფუტკრები არიან, თუმცა მწარედ კი იკბინებიან. მელიპონების რამდენიმე სახეობა არსებობს. ისინი სიდიდითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზნითაც. თუმცა ამ ხრივ ნაკლებად არიან შესწავლილნი. მელიპონების ბუდეები სრულიად არ ჰგავს ფუტკრისას: ფიჭები მათ ბუდეში ვერტიკალურად კი არა, ჰორიზონტალურად კიდია, თანაც უჯრედები ზემოთაა გახსნილი (ასეთივე ფიჭებს აგებენ ბზიკებიც, ოღონდ უჯრედები ქვემოთაა გახსნილი). მაიას ტომები იყენებენ მელიპონის თაფლს. მათ მიერ შემუშავებული მოვლის და თაფლის მოპოვების ტექნიკა ძალიან ჰგავს ჩვენებურს. ფრანგული ფუტკარი ამერიკის კონტინენტზე სრულიად უცნობი იყო, იგი იქ მოგვიანებით გავრცელდა.

ფუტკრის კიდევ რამდენიმე სახეობა არსებობს და ყველა აზიური წარმოშობისაა. სულ პაწაწინა ინდური ფუტკარი (Apis florea) ღია ცის ქვეშ ბინადრობს და თავის ფიჭებს ხის ტოტებზე ჰკიდებს. მის თაფლს მძაფრი სუნი აქვს და ჭიანველები ყოველგვარ რისკზე მიდიან, ოღონდ როგორმე მიაღწიონ მას.  გიგანტური ფუტკარი ( Apis dorsata) სიდიდით ბზიკს რომ უტოლდება, აშენებს უზარმაზარ, მთელი კარისოდენა ფიჭებს, რომლებსაც ხის ტოტებზე ამაგრებს. იგი სრულიად გაგარეულებულია და საკმაოდ საშიშიც – ნესტარი ნამდვილ ,,ხანჯალს” მიუგავს. ამის მიუხედავად ინდოელები მრავალგზის შეეცადნენ მის მოშინაურებას, მაგრამ უშედეგოდ – ეს ფუტკარი არაფრით არ ურიგდება სკაში დამწყვდეულ; ცხოვრებას და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში იპარება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: