Posted by: teaele | March 20, 2009

ჟურნალი ,,ბუნების მოვლენები”

წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლა

ჟურნალი #1 შემოდგომა 2008წელი

პრობლემა: დღესდღეობით მოსწავლეებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ბიბლიოთეკებთან, კლასგარეშე ლიტერატურასთან, სადაც ერთად თავმოყრილი იქნება საინტერესო ინფორმაციები ბუნების მოვლენებზე, ამასთანავე ჩატარებული სასკოლო გაკვეთილები არ იძლევა საშუალებას ერთის მხრივ განავითარო შემოქმედებითი უნარები და მეორეს მხრივ მიაწოდო საინტერესო ინფორმაციები, რომელთა მოძიებაშიც თვითონ მოსწავლეები იქნებიან ჩართულები;

მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ და შესაბამისად გაუჩნდეთ ინტერესი ბუნების სხვადასხვა მოვლენებისადმი, გამოუმუშავდეთ შემოქმედებითი, თვალსაჩინოებების მომზადების და პრეზენტაციის უნარები, გაუჩნდეთ ჯანსაღი დამოკიდებულება ბუნებაში მიმდინარე პროცესებისადმი და გაიაზრონ ადამიანის ადგილი, მოვალეობა და ბუნებაზე ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი შედეგები. გავრცელების გზით გახადონ ინფორმაცია სხვა თანატოლებისთვისაც საინტერესო.

ამოცანა: პერიოდული ჟურნალის გამოცემა (სეზონური სამთვეში ერთხელ).

ჟურნალის მომზადების მოკლე ისტორია: მასწავლებლის მიერ  VI(ა) კლასში დარიგებული იქნა სხვადასხვაგვარი ბარათები, პარალელურად მოსწავლეები კვირის დასაწყისში წაროადგენდნენ ხოლმე მათ მიერვე მოძიებულ საინტერესო ამბებს ცოცხალ სამყაროზე. გაკვეთილის პირველი 15 წთ. ეთმობოდა ინფორმაციის გაცვლას, წაკითხვისა და მოსმენის გზით. შემდგომ ჟურნალის გაჩენის იდეასთან ერთად, მოსწავლეებს დაევალათ მოემზადებინათ თითო-თითო სტატიური გვერდი. შეთანხმებით შეირჩა სათაური, დადგინდა გამოცემის პერიოდულობა. ასევე შეთანხმებით რედაქციიდან გამოიკვეთა #1-ის პრეზენტატორები, გაირკვა პრეზენტაციის ადგილი(სკოლის ბიბლიოთეკა), თარიღი(20.11.2008) და გამოცემის ტირაჟი

დრო: #1-ის მომზადებას დაჭირდა 3 კვირა;

ბიუჯეტი: #1-ის მომზადების ხარჯები გაიღეს რედაქციის წევრებმა, ასევე სკოლის ხელმძღვანელობამ თანადგომა გაგვიწია და ჟურნალის აკინძვა უზრუნველყო.

შედეგი:

* გამოცემული #1 ჟურნალი

* ჟურნალი არის მხოლოდ ერთ-ერთი გზა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისთვის, რაც ქვეყნის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივებასა და გარკვეული სახით გამოვლენა-განხორციელების შესაძლებლობებში ვლინდება;

იგეგმება ჟურნალის პერიოდული გამოცემა #2, #3, #4,…….


cartoons_clipart_image8

#2 Jurnali ,,bunebis movlenebi”

zamTari

დაიბეჭდა 300 ეგზემპლარი, გავრცელდა სკოლაში

ჩამოტვირთეთ……


Responses

  1. magari jurnaliaaa mxolod 1,50 tetri girss ikideetttt😀 :*

  2. tea mas dzalian sainteresoo iyo magram ratom agar ibechdebaa??

  3. kai saitia zaan magari :D:D:D:D:D:D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: