Posted by: teaele | March 15, 2009

მელანი თავდაცვის საშუალებაა

ძველთაგანვე ცნობილია, რომ თავფეხიანი მოლუსკები მელნით სავსე პარკით იბადებიან. როგორ ფიქრობთ, რაში ჭირდებათ მათ მელანი, ან ეს პარკი? ან კიდევ რა საერთო აქვს მას ჩვეულებრივ საწერ მელანთან?

მელანს თავფეხიანი მოლუსკების განსაკუთრებული ორგანო – სწორი ნაწლავის მსხლისებური გამონაზარდი გამოიმუშავებს. მას მელნის პარკს ეძახიან.ეს არის ტიხარით ორად გაყოფილი მკვრივი ბუშტუკი. ზედა ნახევარი სამარაგო რეზერვუარად გამოიყენება, მასში მელანი ინახება, ქვედა კი საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილითაა ავსებული. მისი უჯრედები თანდათან იხსნება, საღებავი ჯირკვლის წვენებში იხსნება  და მიიღება მელანი. დაკვირვებებმა უჩვენა, რომ თავფეხიანების მიერ გამოსროლილი მელანი მაშინვე კი არ იხსნება, არამედ  რამესთან   შეეჯახების შემდეგ. ის ჯერ კომპაქტურ წვეთად არის დაკიდული წყალში. თავფეხიანები მელანს მხოლოდ საფრთხის შემთხვევაში  შხეფების ან ,,ყუმბარის” სახით გამოისვრიან ხოლმე. ასეთი თავდაცვის დროს ზვიგენი საშინლად იბნევა ხოლმე, როცა მაგალითად კალმარების გუნდი ერთდროულად ესვრის ,,მელნის ყუმბარების” მთელ სერიას.

მელანი შეიცავს მელანინების ჯგუფის ორგანულ საღებავს, რომელიც შედგენილობით ჩვენი თმის ფერის შემფერავ პიგმენტს ჰგავს. მელნის ელფერი ყველა თავფეხიან მოლუსკში ერთნაირი არ არის: მელანთევზებში იგი მოლურჯო–მოშავოა, რვაფეხებში შავი, კალმარებში კი – ყავისფერი. მელნის სითხეს კარგი ღებვის უნარიანობა აქვს. გიგანტური კალმარები იმდენ მელანს აფრქვევენ, რომ ზღვის ტალღები ასობით მეტრის მანძილზე იმღვრევა!


Responses

  1. კიდე მოლუსკებს იასამნისფერი ფერის მისაღებად იყენებდნენ:) ანუ ტონობით ხოცავდნენ რამდენიმე გრამისთვის. შესაბამისად, მარტო ფულიანები ყიდულობდნენ ამ ფერს ტანსაცმლისთვის:) ამიტომაც, იასამნისფერს სამეფო ფერს უწოდებენ:))

    აი, მეც მცოდნია რაღაც მოლუსკებზე:)) შემოვიჭერი ბიოლოგიის ბლოგზე სამომხმარებლო საზოგადოების წარმომადგენელი:))

  2. You co’dunlt pay me to ignore these posts!

  3. გიგა.. კარგი “შემოჭრა ” გამოგივიდა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: