Posted by: teaele | January 24, 2009

ცხოველები ემსახურებიან ადამიანს

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ადამიანი გარეული თუ შიანაური ფრინველის ხორცს საკვებად იყენებდა. შინაური ფრინველი კვერცხითაც ამარაგებდა, მაგრამ ფრინველებიგარდა ამისა, ადამიანის სხვა მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებდნენ. პირველ რიგში კი – ესთეტიკურს. ადრიდანვე მიაქცია ყურადღება ადამიანმა ფრინველთა ლამაზ ბუმბულსა და დანიშნულებაც მოუფიქრა. ასე მაგ, ინდიელი და ზანგი მეომრები ფრინველების ფერად–ფერადი ფრთებით იმშვენებდნენ თავს.
მაგრამ იყო ერთი ფრინველი, რომლის ფრთამაც სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა. ეს ფრინველი ბატია. მისი ბუმბულისაგან რბილ ბალიშებს აკეთებდნენ, მაგრამ მთავარი მაინც ბატის ფრთის კალმად გამოყენება იყო, რომლის მეშვეობით, რომლის მეშვეობითაც არა ერთი წიგნი დაწერილა. შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე ევროპელები ბატის ფრთით წერდნენ. XIX საუკუნის ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საწერ–კალამი უკვე გამოგონილი იყო, მაინც ბატის ფრთით წერდა.
საინტერესო დანიშნულებით იყენებდნენ მაღაროელები კანარიის ჩიტს. ეს ნაზი ფრინველი მეტად მგრძნობიარეა იმ საშიში, ადვილადფეთქებადი გაზის – მეთანის მიმართ, რომელიც მაღაროში გამოიყოფა. თუ მაღაროში ეს გაზი ცოტაოდენი რაოდენობით მაინც იყო, კანარის ჩიტები მაშინვე იხოცებოდნენ, მაღაროელები კი სწრაფად გარბოდნენ, მომაკვდინებელი გაზისთვის თავი რომ დაეღწიათ.
ყველაზე დიდი სამსახური ადამიანს მაინც მტრედმა გაუწია, რომელიც 6 ათასი წლის წინ ეგვიპტეში და ფინიკიაში მოიშინაურეს. უკვე იცოდნენ და იყენებდნენ მტრედის გასაოცარ თვისებას – იმას, რომ მტრედს მრავალი ათასი კილომეტრის მანძილიდან შეუძლია თავის ბუდეს დაუბრუნდეს. ამავე დროს, ძალიან სწრაფად, 1სთ–ში 60–100კმ მანძილს გადის. ტელეგრაფის გამოგონებამდე, მტრედი ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა ადამიანს კავშირის სხვა საშუალებებთან შედარებით. ე.წ. საფოსტო მტრედით სარგებლობდნენ ძველი ბერძნები ოლიმპიური თამშების დროს. ამ ტრადიციის გასაგრძელებლად ოლიმპიადის გახსნის წინ სტადიონიდან ათასობით მტრედს უშვებენ.
ძველი დროიდან თითქმის მეორე მსოფლიო ომამდე მტრედის საშუალებით ამყარებდნენ კავშირს მტრის მიერ დაკავებულ ადგილებთან.
ამჯამად საფოსტო მტრედებს მხოლოდ და მხოლოდ სპორტული მიზნებით წვრთნიან – დახვეულ წერილს კუდზე ან ფეხზე მიამაგრებენ და გაუშვებენ. არის ასეთი ხუმრობა, რომ მტრედისა კოდალის შეჯვერბით ახალი ჯიშის ფრინველის გამოყვანას ცდილობენო, რომელიც ჯერ კარს დააკაკუნებს, შემდეგ კი წერილს გადასცემს!
გარდა ამისა, მტრედი ასევე სულიწმიდის სიმბოლოა. რის გამოც ის დღემდე  მთელს მსოფლიოში მშვიდობის სიმბოლოდ  ითვლება.


Responses

  1. ძალიან ლამაზი ბლოგი გაქვს ! საინტერესო სტატიებით !

    მომისმინე როგორ გააქართულე wordpress -ი , მასწავლე რა .


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: