Posted by: teaele | January 17, 2009

Allium – ხახვი

783847761დახასიათება. ხახვების გვარიდან ცნობილი ბოსტნეული მც-ეების გარდა, როგორცაა ხახვი, ნიორი, პრასი და ა.შ. არის ლამაზი დეკორატიული ყვავილოვანი მც-ეები, რომელთაც იშვიათად აქვთ ხახვებისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სუნი. უმეტესობის ფოთლებს და ღეროებს აქვს უფრო ნივრის სუნი. ყვავილები წვრილი ვარსკვლავისებური ან ზარისებრია. სახეობათა უმეტესობას ყვავილები მჭიდროდ აქვთ განლაგებული, ქმნიან ქოლგას ან კომპაქტურ ბურთს. სახეობის მიხედვით ყვავიან მაისის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე. აქვთ მარავალფეროვანი შეფერვა თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, ლილისფერი. სახეობათა უმეტესობა არის ნაკლებად მომთხოვნი.

გამოყვანა. მარტში გადარგეთ ბოლქვები საშუალოდ განოყიერებულ ნიადაგში, დრენაჟის გასაუმჯობესებლად დაამატეთ ქვიშა. მაღალი დეკორატიულობისთვის კონტეინერში ჩარგეთ მოზრდილი ბოლქვები თითო-თითო 7-10სმ სიღრმეზე. ახალი ამონაყარის გამოჩენისას მორწყეთ უფრო ხშირად და გამოიყენეთ თხევადი კომპლექსურისასუქი დაბალი კონცენტრაციით.

გამრავლება. ხახვები მრავლდებიან ვეგეტატიურად – ბოლქვებით, ბარტყებით. ნოემბერში მთავარ ბოლქვს მპაცალეთ პატარა ბოლქვები, დანამეთ და სათითაოდ გაშლილად გამოაშრეთ, შეინახეთ შემდეგ მარტის თვემდე. იანვარ-თებერვალში შეგიძლლიათ ჩარგოთ ნაყიდი ბოლქვები, კონტეინერში . ნაზარდის გამოჩენამდე კონტეინერებს ინახავენ 16 ტემპერეატურაზე.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები. თავი რომ ავარიდოთ ახალგაზრდა ფოთლებზე ტილების თავდასხმას, საკმარისია მცენარე დავამუშავოთ ინსეკტიციდებით (მაგ. პირიმორით). არ არის საჭირო ზრდის პერიოდში ჭარბი მორწყვა, ხოლო ბოლქვები მოსვენების პერიოდში შეინახეთ მშრალად.

სახეობები. Allium christophii – 60სმ სიმაღლის ბურთისებური ქოლგა ყვავილედით 20-24სმ დიამეტრიც. აქვს საშ. ზომის იასამნისფერი ყვავილები. ყვავილობს ივნის-ივლისში. წარმოშობით შუა აზიიდან და ირანიდანაა. Allium giganteum – საყვავილე ღერო 1მ-მდე იზრდება, რომელზეც არის პატარ 8სმ დიამეტრიც ბურთისებური, იასამნისფერ-ვარდისფერი ყვავილებით. ყვავის ივნისში. წარმოშობით ჰიმალაიდან. Allium karataviense – მონაცრისფრო-მწვანე, ბრტყელი, ფართო ფოთლებით და წვრილი ვარსკვლავისებური, ღია ვარდისფერი ყვავილებით, ბურთისებრ-ქოლგა ყვავილედით, 20სმ სიმაღლის საყვავილე ღეოზე. Allium mairei – ჯუჯა ფორმა ჩინეთიდან, აღწევს 15სმ-ს.იასამნისფერი ყვავილები ჩნდებიან სექტემბერში. Allium moly – სამხრეთ ევროპული წარმოშობის, მსხვილი ვარსკვლავისებური მკვეთრი ყვითელი ყვავილებით. ყვავის ივნის აგვისტოში, ნახევარსფეროსებრი 5სმ დიამეტრის ფორმის ყვავილედით. ყვავის ივნის-აგვისტოში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: