Posted by: teaele | January 17, 2009

Alchemila – მარმუჭი

ოჯახი – ვარდისებრთა კლასიფ. ნიშანი – ბალახოვანი სიმაღლე – 10-60სმ. დიამეტრი – 20-75სმ. ყვავილობის პერიოდი – ივნის-სექტემბერი ადგილი – მზიანი, კარგად განათებული ან ნახევრადჩრდილი მორწყვა – უხვი გამოყვანა – მარტივი

დახასიათება. გვარი აერთიანებს 250-მდე სახეობას ნაკლებადმომთხოვნი, მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახოვანი მც-ეებია. უხვად ყვავის ზაფხულში წვრილი მომწვანო-მოყვითალო უფურცლო ყვავილებით, მკვეთრად გამოხატული გარეთა ჯამით. ვერ ეგუებიან ჭაობიან ნიადაგს.

გამოყვანა. მარმუჭი ირგვება მარტში ქოთნებში, ნაზარდებს აპიკირებენ 2-ჯერ და საბოლოოდ ღია გრუნტში ირგვება ოქტომბერში ან შემდეგი წლის მარტში ნებისმიერ ტენიან და კარგად დრენირებულ ნიადაგში. (Aლცჰემილლა მოლლის დაშორება მც-ეებს შორის 30-45სმ, ხოლო Aლცჰემილლა ალპინა – 10-20სმ)

გამრავლება. მარმუჭი მრავლდება თესლით და ფესვის დაყოფით. ფესვის დაყოფა კარგია შემოდგომიდან გაზაფხულამდე კარგ ამინდში. ხშირია თვითნათესის შემთხვევები.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები. ახლგაზრდა ყლორტებს საფრთხეს უქმნიან ლოკოკინები, რომელსაც აცილებენ ბიოლოგიური მეთოდით.

სახეობები და ჯიშები. Alchemilla alpina – ცნობილია “მარაოსებრი ბალახის” სახელით, ევროპასა და აზიაში არის გავრცელებული ველურად. 10-12სმ სიმაღლის, 50სმ დიამეტრიც, ყვავილობს ივნისიდან-აგვისტოს ჩათვლით. Alchemilla mollis –გავრცელებულია კარპატებიდან მცირე აზიამდე. სიმაღლე 60სმ-მდე, დიამეტრიც 75სმ, კარგია ნიადაგმფარავად ხალიჩის შესაქმნელად ასევე გადაჭრილი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. Alchemilla fulgens წარმოშობით პირინეებიდანაა, 30სმ სიმაღლის 25სმ. დიამეტრიც, ყვავილედები მომწვანო-მოყვითალო, ყვავილობს ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: