Posted by: teaele | January 17, 2009

როგორ მოვაწყოთ აკვარიუმი

რჩევები ახალგაზრდა იხტიოლოგებს (იხტიოლოგია თევზების შემსწავლელი მეცნიერებაა) ან უბრალოდ თევზებისა და აკვარიუმების მოყვარულებს, ან მათ ვისაც უბრალოდ ინტერიერის მოწყობა უნდათ.

მოაწყვე ხელოვნური ეკოსისტემა – აკვარიუმი

პირველეს ყოვლისა უნდა შეიძინო აკვარიუმი. ამისათვის მიაკითხე შენს სახლთან ახლოს მდებარე ზოომაღაზიას, სადაც ასევე გაგიწევენ კონსულტაციას, თუ რომელი თევზი ჯობია შეიძინო და რა პირობები უნდა შეუქმნა;

ბ) აკვარიუმში ჩაასხი ონკანის, ორი დღე-ღამის ნადგომი წყალი. წყლის ტემპერატურა 20-25 არ უნდა აღემატებოდეს. (ტემპერატურის საზომად სპეციალური წყლის თერმომეტრი უნდა შეიძინო იმავე მაღაზიაში); დაბინძურების შემთხვევაში წყალი 2 კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალო

გ) აკვარიუმის ფსკერზე დაყარე კარგად გარეცხილი და გამომწვარი ქვიშა 4სმ სისქეზე. ქვიშაში ჩარგე წყალმცენარეები: ფრთაფოთოლა, ლუდვიგია, მცურავი რიჩიები და სხვა. ( ბუნებრივი წყალსატევის წყალცენარეები არ გამოგადგება, რადგან ისინი ცუდად ეგუებიან აკვარიუმის პირობებს);

დ) აკვარიუმი დადგით ისეთ ადგილას, სადაც მზის სინათლე 2-3 სთ მოხვდება, დანარჩენ დროს განათება ელ. ნათურით უნდა შეუქმნათ. ღამე ნათურა უნდა ჩააქრო;

ე) აერაციისათვის შეიძინე მიკრო კომპრესორი, რათა თევზებს სუნთქვისთვის ჟანგბადი არ დააკლდეთ.

ვ) სანამ აკვარიუმს თევზებით დაასახლებ უნდა გამოთვალო რამდენ თევზს დაიტევს შენი აკვარიუმი. 1 მოზრდილ თევზს ორ ლიტრამდე წყალი ესაჭიროება. (გირჩევ ახალი აკვარიუმი ლიფსიტებით დაასახლო, რადგან მათი გამოზრდა უფრო ადვილია, ისინი სწრაფად ეგუებიან ყოველგვარ პირობებს.

ზ) იმავე მაღაზიაში შეიძინე თევზები, მიიღე კონსულტაციები, მოუარე მათ, დააკვირდი ყოველდღიურად და გაუზიარე შენი ემოციები ოჯახის წევრებს და მეგობრებს.


Responses

  1. sheidzleba tuara akvariumshi chis wylis chasxma?

  2. ara, radgan wis wyals skhva mineraluri shemadgenloba aqvs

  3. ახლა მინდა ვიყიდო და საკვები სპეციალური უნდატ ხო?ან სუნტქვა საიდან ხდება ტევზის?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: