Posted by: teaele | January 13, 2009

Ageratum – ციცინო

ოჯახი – რთულყვავილოვანთა კლასიფ. ნიშანი – ბალახოვანი სიმაღლე – 10-60სმ. დიამეტრი – 15-30სმ. ყვავილობის პერიოდი – ივნის-აგვისტო ადგილი – განათებული მორწყვა – ზომიერი გამოყვანა – ადვილი

დახასიათება. ეს ადვილად კულტივირებული მც-ეა დამახასიათებელი გულისებური ფოთლებით. ყვავილედი გავს ღია მკრთალიისფერ პლუმაჟს. ის არაჩვეულებრივია თარგის გასაცოცხებლად და ყვავილნარებისთვის აივნებსა და ფანჯრის რაფებზე. არის ჯიშები, რომლებიც აღწევს 60სმ-ს სიგრძეში, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ჯიში სიმაღლეში არ აღემატება 15სმ-ს. ყვავილები ვიწრო მილისებურია, სურნელოვანი, უმეტესად არის ცისფერი, ასევე თეთრი, მონაცრისფრო-ცისფერი, მკვეთრად ლურჯი, ვარდისფერი და წითელი შეფერილობის.

გამოყვანა. აგერატუმები მრავალწლოვანი მც-ეებია, თუმცა ევროპაში გამოყავთ ღია გრუნტში, როგორც ერთწლოვანი სახეობები. ღია გრუმტში მც-ის დარგვა აუცილებელია თბილ ამინდში. ადგილი უნდა შეირჩეს კარგად განათებული, გრუნტს ემატება ნეშომპალა. ყუთშიც და თარგშიც მც-ეებს შორის მანძილი უნდა იყოს 10-25სმ. მორწყვისას ფოთლებისა და ყვავილების დასველებამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი დაავადებები. ნიადაგი ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ თხევადი კომპლექსური საკვები ნივთიერებებით გაანოყიერეთ.

გამრავლება. ყველაზე მარტივი თესლით გამრავლებაა. ითესება თებერვალ-მარტში, ყუთში ან კონტეინერში, ზემოდან უნდა მიეყაროს მიწა და მორწყვის შემდეგ შინარჩუნეთ მიწის ტენიანობა. კონტეინერები მოათავსეთ ჩრდილში 16ც ტემპერატურაზე. ნათესები პირდაპირ მზის სხივებზე გაიტანეთ სისტემატიურად. ფასეულობისთვის გადარგეთ 8სმ დიამეტრის მქონე კონტეინერში, რომელშიც საშუალოდ განოყიერებული მიწაა და ახალგაზრდა ყლორტები უნდა გადიჭრას რეგულარულად. ივლისში შესაძლებელია გამრავლება კალმებით. კალამი უნდა დამზადდეს უყვავილო 5სმ სიგრძის ყლორტისგან, რომელსაც ქვედა ფოთლები მოცლილი აქვს. კალმები ჩარგეთ სპეც. გრუნტში – 1წილი ნეშომპალიანი მიწა, 2წილი ტენიანი ტორფი და 1წილი ქვიშა. კონტეინერებს გადააფარეთ პოლიეთილენი. რამდენიმე კვირაში დაფესვიანებული კალმები გადარგეთ, შემდეგ თესლით გამრავლების მსგავსად რეგულარულად იჭრება ახალგაზრდა ყლორტები. შემდეგ თვეში შესაძლებელია მც-ე გადაირგას ქოთანში.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები. არსებობს მრავალი მავნებელი: ციკადები, მც-ის ტილები, წითელი ტკიპები. ჭარბი მორწყვა ალპობს მც-ეს ხოლო მიწის სიმშრალე იწვევს მც-ის გახმობას და ფოთოლცვენას.

სახეობები. Ageratum conyzoides – ძალიან იშვიათი, საოცრად მოყვავილე, 60სმ სიმაღლის. Ageratum houstonianumum 10-45სმ იშვიათი, გამოირჩევა ყვავილთა შეფერილობის სიმრავლით.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: