Posted by: teaele | January 13, 2009

Agave – აგავა

ოჯახი – აგავასნაირები კლასიფ. ნიშანი – ფოთლოვანი სუკულენტი სიმაღლე – 30-120სმ. დიამეტრიც – 30 120სმ. ყვავილობის პერიოდი – არარეგულარული ადგილი – მზიანი, კარგად განათებული მორწყვა – ზომიერი გამოყვანა -მარტივი

დახასიათება. აგავების სამშობლო ცენტრალური ამერიკის უდაბნოებია. ფოთლები იზრდება ობობის მსგავს როზეტად, ბოლოში ნემსით ბოლოვდება. ისინი ხეშეში და ხორციანია, იზრდებიან ერთი ცენტრალური წერტილიდან გახმობის მერე ღეროზე დიდხანს რჩება იარა. როზეტის ზომები სახეობების მიხედვით მკვეთრად იცვლება.

გამოყვანა. ადრე გაზაფხულზე გადარგეთ აგვები დიდ ქოთნებში, საჭიროა იგივე მიწა, რაც კაქტუსებისთვის. ნიადაგი სულ უნდა იყოს ნოტიო. ამიტომაც მორწყვა უნდა რეგულარულად, მაგრამ არა ჭარბად. სამ კვირაში ერთხელ საჭიროა მიეწოდოს საკვები – კომპლექსური სასუქების სახით, რომელიც ამ ტიპის მცენარეებისთვის არის რეკომენდირებული, უმეტეს სახეობას გვერდით ფოთლებზე ეზრდება ფესვის ამონაყარი ღეროები, რომლებითაც შეიძლება გავამრავლოთ მც-ე. ეს `ოპერაცია~ უკეთესია ჩატარდეს ზამთარში. აუცილებლად მოაცალეთ დაზიანებული ტოტები, გამოიყენეთ ხელთათმანი, რათა არ დაიჩხვლიტოთ. მთელი წელი აგავებისთვის საჭიროა მზის სხივები, თუ მც-ე ინახებოდა ჩრდილიან ადგილას, გაითვალისწინეთ ასევე საჭიროა ადაპტაცია მზის სხივებთან. აგავებს უმეტესად რგავენ ბაღებსა და ეზოებში, (მოარიდეთ ბავშვები), ოთახში მხოლოდ ნელა მოზარდი მომცრო ზომის ჯიშები. ცივი კლიმატის რაიონებში ზამთარში გადაიტანეთ დაცულ ადგილას.

გამრავლება. აგავებს უვითარდებათ გვერდითი ყლორტები, რომლებიც უნდა მოეჭრას და დაირგას ისეთივე გრუნტში, როგორშიც არის დედა მც-ე. დიდ ჯიშებს აქვთ 7-10 სმ ყლორტები, ხოლო პატარებს შესაბამისად 2-3სმ. უნდა მოირწყას ზომიერად, არ უნდა იყოს ნიადაგი ზედმეტად ტენიანი.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები. აგავები ნაკლებადმომთხოვნი და გამძლეა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ. ხანდახან ქვედა ფოთლის კიდეებში ჩნდებიან ცრუფარიანები, რომელთა მოცილება შესაძლებელია ფოთლების სპირტით ჩამოწმენდით, შემდეგ მშრალი ნაჭრით უნდა გაიწმინდოს. ასევე მოერიდეთ ჭარბ მორწყვას, მიაქციეთ ყურადღება, რომ წყალი არ დაგროვდეს როზეტის ცენტრში, რაც მც-ის ლპობას გამოიწევს. ამ შემთხვევაში ლპობის თავიდან ასაცილებლად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან, გააშრეთ და ხელახლა ჩარგეთ.

სახეობები და ჯიშები. Agave Americana – ყველაზე ცნობილი სახეობაა, ითვლება, რომ ისინი ყვავიან სიცოცხლეში ერთხელ ასი წლის ასაკში. ეს საკმაოდ დიდი მც-ეა ფოთლები აღწევენ ზომაში 2მ-ს. Agave angustifolia – ძალიან გავს მის წინამორბედს, ზომაში მომცროა 75 სმ-ს აღწევს, მონაცრისფრო-მომწვანო ფოთლებით. Agave striqta – 30-40სმ ფიტლებით კომპაქტური, წვრილი წვეტიანი დაბოლოებით, ოდნავ მოხრილი წვერით. Agave victorea-regnae – კულტურულ ჯიშებს შორის ერთერთი ძალიან ლამაზია. ფოთლებს ამშვენებს ოდნავ რელიეფური თეთრი ზოლები, რომლებიც ბოლოებში გაფართოებულია.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: