Posted by: teaele | January 13, 2009

Achillea – ფარსმანდუკი

ოჯახი – რთულყვავილოვანთა კლასიფ. ნიშანი – ბალახოვანი სიმაღლე – 10-80სმ დიამეტრი – 15-60სმ ყვავილობის პერიოდი – ივნის-აგვისტო ადგილი – მზიანი, კარგად განათებული მორწყვა – ზომიერი გამოყვანა – მარტივი

დახასიათება. ფარსმანდუკი გამოირჩევა განსაკუთრებული სახეობრივი მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ზომიერი კონტინენტური კლიმატის ველურად მოზარდი მცენარეებია. ფოთლები სხვადასხვაგვარია. ყვავილები თეთრი, მკრთალი ვარდისფერი და ყვითელია. ზოგჯერ შეკრებილია საშუალო ან პატარა ზომის კალათა ყვავილედებად. გვხვდება ნახევრადბუჩქის ფორმები, რომლებიც 60-80სმ-მდე იზრდება, ხოლო ბალახოვნები 20-25სმ.

გამოყვანა.  ფარსმანდუკი ირგვება ადრე გაზაფხულზე ქოთანში, რომელიც ყოველწლიურად იცვლება ზომების შესაბამისად მცენარის ზრდის მიხედვით. კარგად დრენირებულ ნიადაგი, ყოველ წლიურად შეავსეთ განოყიერებული მიწით. ეს მცენარე უკეთ იზრდება კარგად განათებულ მზიან ადგილას, საჭიროებს ცოტა წყალს. თუკი გაზფხულზე მორწყვისას წყალში დაუმატებთ სასუქებს, მცენარე უკეთესად მრავლდება და ყვავის ფაფუკი ყვავილებით.გამრავლება. მცენარე ადვილად მრავლდება როგორც თესლით, ისე ბუჩქის დაყოფით.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები. ფარსმანდუკი საკმაოდ გამძლე მცენარეა. მას ნაკლებად ესხმიან თავს მწერები, მაგრამ უნდა დავიცვათ ჭარბი ტენიანობისგან, რომ ფოთლები არ დააზიანოს ნაცარმა და სხვა სოკოვანმა დაავადებებმა.

ჯიშები.  Achillea ageratifollia – ნახევრადბუჩქი, სწორმდგომი ღეროებით, რომლებიც ბოლოვდება 2-3 თეთრი ყვავილედებით. Achillia ageratium – 25-50სმ სიმაღლის, ყვავილები შეკრებილია პატარა კომპაქტურ კალათებად. achillia alpina -20სმ-მდე სიმაღლის, თეთრი გვირგვინის ფურცლებით და ყვითელი გულის მქონე ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად, ღეროები ძლიერ დატოტვილია და ახასიათებს ხშირი შეფოთვლა. Achillia millefolium – 1მ-მდე სიმაღლის, კომპაქტური კალათა ყვავილედით. achillea ptarmica – 60სმ-მდე სიმაღლის გახევებულ ღეროიანია, თეთრი კალათებით, ფოთლები ლანცეტურია. არის მისი სხვა წარმომადგენლები ხავერდოვანი კალათებით. achillea tomentoza – ყველაზე ადვილად მოსაყვანი ჯიშია 15-20სმ სიმაღლის, მოყვითალო კალათებით.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: