Posted by: teaele | January 13, 2009

Abutilon- შვია

კლასიფიკ. ნიშანი – ბუჩქი; სიმაღლე – 150სმ; დიამეტრი – 120სმ; ყვავილობის პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი; ადგილი – მზიანი, ძლ. განათებული მორწყვა – ზომიერი; გამოყვანა – საშ. სირთულის;

დახასიათება. უმეტეს სახეობათა წარმოშობის ადგილად მიჩნეულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონები. აბუტილონის გვარი აერთიანებს ათასობით სახეობას. ეს მცირე მოთხოვნილების ბუჩქები, ქოთანში გამოყვანის შემთხვევაში აღწევს 1,5მ სიმაღლეს. უფრო დიდი კი ღია გრუნტში და გაშლილ კონტეინერებში იზრდება. მისი წვრილი ტოტები დაფარულია მცირე ზომის, ძლიერ დანაკვთული და ღია ფერის დაბოლოებების მქონე ფოთლებით. ყვავილები შეიძლება იყოს ერთეულადაც და წყვილადაც, თავდაშვებული და ზარისებურია. ისინი ვითარდებიან ფოთლის უბეებში. შეფერილობა მერყეობს თეთრიდან – წითლამდე, ფერები გადადიან ყვითელში, სტაფილოსფერში, ვარდისფერში. ყვავილობს ზაფხულსა და შემოდგომაზე.

გამოყვანა. ქოთანში გადარგვა უკვე შესაძლებელია მარტ-აპრილში ვეგეტაციის დაწყებამდე. ჩარგვისას საჭიროა ბაღის მიწას დაემატოს სასუქები (მაგ, გადამწ. ნაკელი). მცენარე ნიადაგიდან სწრაფად შეისრუტავს საკვებ ნივთიერებებს, ამიტომაც ინტენსიური ზრდის პერიოდში მორწყვისას სასურველია დაემატოს რეკომენდირებული დოზა კომპლექსური თხევადი სასუქებისა. სწრაფი ზრდისა და დატოტიანების გამო გაზაფხულზე გვერდითი ტოტები შეაჭერით ნახევრამდე. ღერო მიამაგრეთ პალოზე. შემოდგომის დასწყისში, როდესაც ზრდა შენელებულია, კიდევ ერთხელ შეაჭერით საშემოდგომო გვერდითი ტოტები. კრეჭვა ასტიმულირებს სამომავლოდ მც-ის სისქეს (გაბუჩქვას). გაზაფხულზე და ზაფხულში აუცილებელია ხშირი მორწყვა, მორწყვის შუალედებში ქოთანში მიწა არ უნდა გამოშრეს. ძლიერი გვალვების შემთხვევაში კი ფოთლები ყოველდღიურად შესხურებით დანამეთ. ზამთარში მიწა ზომიერად ნოტიო უნდა იყოს. არ არის სასურველი ტემპერატურის დაცემა 5 C-ზე დაბლა, ასევე გაზაფხულამდე არ არის საჭირო ნიადაგის განოყიერება.

გამრავლება. აბუტილონი მრავლდება ნერგით ან თესლით მარტ-აპრილში. 12-15სმ სიგრძის კალმები, ირგვება ქვიშნარ გრუნტში, თბილ განიავებულ ადგილას. ორ კვირაში დაფესვიანებული უნდა გადაირგას მცირე დიამეტრის(7სმ) ქოთნებში. თესლი ითესება ქვიშნარ გრუნტში 6მმ სიღრმეზე. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-20 C.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები. ერთადერთ პრობლემას ქმნის მცენარის ტილები. მათთან ქიმიური ბრძოლის საშუალება არის სპეც. ინსეკტიციდებით მცენარის სისტემატიური დამუშავება. ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი – პროფილაქტიკის მიზნით დამუშავდეს(შეესხუროს) ე.წ. სარეცხის საპნიანი წყლით. ნეგატიური შედეგი შეიძლება ქონდეს ტოტებზე კენწრული დაბოლოებების მასიურ გადაჭრას. ამიტომაც კრეჭვა რეკომენდირებულია მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

ჯიშები.  Abutilon megapotamicum – ყვითელი გვირგვინის და სტაფილოსფერი ჯამის ფურცლებით. Abutilon pictum – მარადმწვანე ბუჩქი, ბრაზილიური წარმოშობის, ზარისებრი დაკიდული მოყვითალო-მოსტაფილოსფრო, წითელი ყვავილებით. Abutilon thompsonii – მწვანე ფოთლები თეთრი ნაფიფქებით, ყვავილები ღია ვარდისფერია Abutilon vitifolium – 2,4მ სიმაღლის ბუჩქი, ხავერდოვანი მწვანე ფოთლებით და მომრგვალო ყვავილებით.


Responses

  1. dz dz dz magrobaa da tan ishviati jishia i love it : *🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: