Posted by: teaele | January 13, 2009

ცოცხალი სინოპტიკოსები

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მცენარეებსა და ცხოველებს უნდა გააჩნდეთ მეტად ფაქიზი ,,ამინდის გრძნობა”,  იგი თანდაყოლილია და  ემსახურება ინდივიდის შეგუებულობას გარემოს არახელსაყრელ პირობებთან. როგორც დაკვირვებებით დადასტურდა ცოცხალ არსებათა შორის არიან ,,სინოპტიკოსები” . მათი რიცხვი დაახლოებით 600–მდეა.

ბოტანიკოსები ითვლიან 400–მდე მცენარეს, რომელთაც შეუძლიათ ამინდის პროგნოზი, თუმცა მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს.  გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

სამყურა (Trifolium)– წვიმის წინ მცენარე ფოთლებს კეცავს, ხოლო ყვავილები თავს ხრიან. თუ მინდორში სეირნობისას სამყურას ამგვარ ქცევას დააკვირდებით, შეიძლება ითქვას – მალე   წვიმა მოვა.

ბაბუაწვერა (Taraxacum officinale) ყველასთვის ნაცნობი მცენარეა. შეგხვდებათ მინდვრებზე. კარგ ამინდში ოდნავ შებერვისთანავე მისი ,,წვერები” ჰაერში დაბზრიალდებიან. ცუდ ამინდში კი საქმე სხვაგვარადაა –  ვერც ქარი და ვერც წვიმა ვერ მოაშორებს მის საფრენებს. უამინდობის წინ ბაბუაწვერამ უკვე მოასწრო და დაკეცა ისინი, რათა დაეცვა თესლი განადგურებისაგან.

ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum) ლამაზი ხეა, დიდი გაშლილი ვარჯით. ცხენთან არაფერი აქვს საერთო, არც მისი ნაყოფები უყვარს მაინცდამაინც ცხენს. საინტერესო მცენარე კია . აქვს სამკურნალო თვისებები და რაც ჩვენთვის ამჯერად არის საინტერესო გარკვეულწილად რეაგირებს კიდეც ამინდის ცვლილებებზე –  წვიმის დაწყებამდე გამოყოფს დიდი რაოდენობით წებოვან წვენს.

ინდოეთში მდინარეების ნაპირებზე მოდებულია უზარმაზარი ბარდები (რაყა) , მასში თავს აფარებს ნაირგვარი ნადირ–ფრინველი. ადგილობრივი მონადირეები ბარდებზე დაკვირვებით ადვილად ხვდებიან ამინდის ცვლილებას. რა ნიშნით?  თუ დილის 8–10 საათზე მცენარის ფოთლის კუთხეებში გამჭვირვალე წვეთებია, მათ იციან რომ მეორე დღეს წვიმა მოვა. ეს მცენარის ,,ცრემლებია”. ასეთ შემთხვევაში ინდოელი ამბობს: ,, ბარდები ტირიან, – წვიმა მოვა”. პროგნოზიც მართლდება.

როგორ იქცევიან ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები?

ობობები ცუდი ამინდის წინ ზანტები და უმოქმედოები ხდებიან, არ ზრუნავენ ქსელის შეკეთებაზე, ხოლო, თუ ქსელს აბამენ, ეს დარის ნიშანია. საღამოს თუ ობობას ნახავ, მეორე დღეს კარგი დარი იქნებაო.

თევზებიდან ამინდის ცვლილებას ჩინებულად გრზნობს ლოქო. როგორც ვიცით ლოქო ფსკერის ბინადარია და წყლის ზედაპირზე მხოლოდ ამინდის ცვლილებისას ამოდის. აკვარიუმის თევზი გოჭალა, თუ ზემოდან ქვემოთ, ან მარცხნიდან მარჯვნივ, ეს აუცილებლად გაწვიმების ნიშანია.

თხუნელები წვიმის წინ მიწის მაღალ ბორცვებს აკეთებენ. მატლები და მწერების ზრდასრული ფორმები მშრალ ამინდში ნიადაგის ზედაპირის ახლო ფენებში არიან, უამინდობისას კი უფრო ღრმად ჩადიან ნიადაგში.

შემჩნეული უფრო ,,გრძელვადიანი პროგნოზიც”: ფლამინგოები წვიმიანი ზაფხულის მოლოდინში თავიანთ ბუდეს ახალ გროვას მიაშენებენ ხოლმე. ზლიერი გვალვების დადგომამდე კი ისინი ბუდეს აგებენ ჭაობების სანაპირო ადგილებში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: