Posted by: teaele | December 7, 2008

ცოცხალი ბუნება – კონსტრუქტორი

ადამიანი ბუნებას  უხსოვარი დროიდან აკვირდებოდა. აკვირდებოდა და ცდილობდა მიებაძა მისთვის.

ცხოველებს გააჩნიათ თავიანთი ,,სამშენებლო კანონები”, რომლებიც ახლა არქიტექტორები, მათემატიკოსების, ინჟინრების ყურადღებას იპყრობენ. ფრინველის ან რომელიმე მღრღნელის ბუდეც კი გამოირჩევა გეომეტრიული სიზუსტით, სიმსუბუქით და გამძლეობით. მაგ: მერცხლები ბუდეებში თიხის ერთ შრეს აცლიან გაშრობას და მხოლოდ მერე მოაქვთ მეორე.

ბუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქმნიდა სრულყოფილ მექანიზმებს, მინიატურულ სისტემებს, რომელთა მუშაობის პრინციპსაც ახლა მთელი გულისყურით სწავლობენ. 1960 წლის 13 სექტემბრს აშშ–ში, ქ. დიატონში შეიკრიბნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები – ფიზიკოსები, ექიმები, ბიოლოგები, ინჟინრები, მათემატიკოსები, არქიტექტორები. ეს იყო დიდი ფორუმი, სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელმაც ყველას ამცნო ახალი დარგის დაბადება. ეს ბიონიკა იყო.

ბიონიკა შეისწავლის ცოცხალ არსებათა ტექნიკურ მოწყობილობებს, მათ გრძნობათა ორგანოებს, ორიენტაციას სივრცესა და დროში, ნავიგაციას. სწავლობს იმ მიზნით, რომ შექმნას მოდელები, აპარატები, უახლესი მანქანები.

ბიონიკის ერთ–ერთი საყურადღებო პრობლემა ცხოველთა სივრცეში ორიენტაციაა. დღემდე განცვიფრებას იწვევს ფრინველების, კუების, პეპლების შორეული მიგრაციები. მაგ: ყოველ ორ–სამ წელიწადში უზარმაზარი ზღვის კუები გადაცურავენ ხოლმე სამხრეთ ატლანტიკას იმისათვის, რომ კვერცხები დადონ ამაღლების კუნძულზე. ერთ–ერთი ასეთი კუ დაიჭირეს ბრაზილიის სანაპიროებთან, ე.ი.  2700 კმ. თავისი მშობლიური კუნძულიდან.

მე–19 სკ–ის 80–იან წლებში პარიზში ააგეს ყველასთვის კარგად ცნობილი კოშკი, რომელიც დღესაც განცვიფრებას იწვევს თავისი სილამაზითა და მონუმენტურობით. კოშკის პროექტის ავტორი იყო ხიდების მშენებელი ეიფელი და ამიტომაც კოშკს მის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი _ ეიფელის კოშკი.

ეიფელის კოშკი შედგება  15000–მდე ლითონის ნაწილისაგან, რომლებიც 250 000 მოქლონით არიან დამაგრებულნი. გავიდა დრო და კოშკის აგებით დაინტერესდნენ ბიოლოგები…… გამოირკვა, რომ ეიფელის კოშკის კონსტრუქცია ზუსტად (დეტალებში) იმეორებდა ადამიანის წვივის ძვლის აგებულებას. აღნიშული ძვალი, როგორც ცნობილია, კარგად უძლებს ადამიანის სხეულის სიმძიმეს. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნება და ადამიანმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს მსგავსი კონსტრუქციები. ახლა ბევრი ინჟინერი და არქიტექტორი გულდასმით სწავლობს ადამიანის ჩონჩხს. ასე მაგ: ფრანგმა ინჟინერმა რე–რიკოლემ ჩონჩხის  ძვლების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა ახალი იდეა – ხვრეტილი კონსტრუქციებისა. მისი აზრით, მთავარია სივრცეში მასალის რაციონალური განლაგება. ,,ბუნებრივი კონსტრუქციების” ერთ–ერთი საყურადღებო თვისება ისაა, რომ მსუბუქია და იაფი ჯდება. ძველი არქიტექტურული ფორმებისთვის დამახასიათებელია სიმძიმე და მასიურობა, რისგან რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე სამშენებლო მასალები.

ბიოარქიტექტორების წინაშე დაისვა საკითხი, შეიქმნას ფოთლის ბაგეების მსგავსი თვითმარეგულირებელი ,,მსუნთქავი” კედლები. საქმე ისაა, რომ ჩვენი საცხოვრებელი ბინების კედლები აბრკოლებენ ბინაში სუფთა ჰაერის შემოსვლას, ხოლო ფანჯრები უხეში სავენტილაციო საშუალებებია. ასე რომ ,,მსუნთქავი კედლების” იდეა ამჟამად ბინათმშენებელთა და არქიტექტორთა ყურადღებით სარგებლობს და იგი უდავოდ  პერსპექტიულია.

p.s.შეიძლება ითქვას  ბიონიკა პირდაპირ პასუხობს  დღევანდელ საგანმანათლებლო  მოთხოვნას –  საგნების ინტერგაციას. ასე, რომ….


Responses

  1. ელენე ქისისშვილი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: