Posted by: teaele | November 26, 2008

რიზოტომთა წარსულიდან

სამკურნალო ბალახების ძებნასა  და გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს ………..

ჯერ კიდევ კაცობრიობის გარიჟრაჟზე ადამიანები დაეძებდნენ მცენარეთა შორის სნეულებათა განმკურნავ საშუალებებს. წინათ ეგვიპტეში, ეს ქურუმთა საქმე იყო. ძველ ბაბილონში უკვე იყვნენ ექიმები, არსებობდა მედიცინის ჩანასახები. მსოფლიოში ყველაზე ძველ ბიბლიოთეკაში, რომელიც მეფე აშურბანიპალის  დროს შექმნილა და 22 ათასამდე აგურის ფილას ითვლის (მაშინ აგურის ფილებზე წერდნენ), ნაპოვნია სამედიცინო წარწერები. აქ მედიცინა ნიშნავს მწვანეს, ე.ი. სამკურნალო ბალახებს. მაგ: დღემდე არ ვიცით, რომელ მცენარეს უწოდებდნენ მაშინ ,,მზის მცენარეს”, ,,მელიას ღვინოს”, ,,სიცოცხლის ბალახს”, ,,გველის ყურს” და ა.შ.  ჩინეთში ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ დაუწერიათ უძველესი წიგნი სამკურნალო მცენარეთა შესახებ. ასევე, სასწაულმოქმედი ბალახებით საქვეყნოდ იყო განთქმული ინდოეთი, საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში დიდი საზღაურის საფასურად მოჰყავდათ ,,გრძნეული” ბალახების საიდუმლოებათა მცოდნენი – მისნები. ძველ საბერძნეთში სამკურნალო მცენარეებს აგროვებდნენ განსაკუთრებული მკრეფავები, რომლებსაც ფესვის მჭრელებს, ანუ ბერძნულად რიზოტომებს უწოდებდნენ. რომში სახელმწიფო ხარჯზე იმყოფებოდა სპეციალური შტატი რიზოტომებისა, რომლებიც მცენარეებს აგროვებდნენ კუნძულ კრეტაზე. სამკურნალო მცენარეთა შეგროვება და მკურნალობა მეტად შემოსავლიანი საქმე იყო.

შუა საუკუნეების რიზოტოპებმა დაუმსახურებელი დიდება შეუქმნეს ერთ მცენარეს ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, ლენცოფას მონათესავეს – მანდრაგორს ანუ ადამის თავს.მანდრაგორას ფესვის ადამიანის ფიგურას  წააგავს. სჯეროდათ, რომ იგი მხოლოდ საფლავებზე იზრდებოდა. მანდრაგორას მქონე სამუდამოდ იძენდა სიჭაბუკეს და სილამაზეს და ა.შ.

1560 წელს ბოტანიკოსმა ბოკმა თავის ,,სააქიმო წიგნში ” პირველად აღწერა  მანდრაგორი. მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებია. იგი მრავალწლოვანი მცენარეა, ფოთლები თამბაქოს ფოთლებს ჰგავს და მიწაზეა გაფენილი. გაზაფხულზე ფოთლებს შორის მწიფდება მტევანი –– 30–მდე ნარინჯისფერი ნაყოფი, რომელიც პამიდორსა ჰგავს და ნესვის სურნელება უდის.არაფერი საშინელი და ჯადოსნური ამ მცენარეს არა აქვს, გარდა  ლეგენდარული ისტორიისა.

საინტერესოა, რომ პირველ ბოტანიკურ ბაღებს სწორედ სამედიცინო ანუ სააფთიაქო ბოსტნები ერქვა.თავდაპირველად ასეთმა სააფთიაქო ბაღმა, რომელიც პეტრე პირველის ბრძანებით შეიქმნა სანტ–პეტერბურგში, ჩაუყარა საფუძველი ახლანდელ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკურ ბაღს. ახლაც ამ ბაღში, ბოტანიკური ბაღის ამ განყოფილებას ,,აფთიაქის კუნძულს” უწოდებენ.

დღესდღეობით უამრავი მასალაა ხალხურ მედიცინაში  სამკურნალო ბალახების შესახებ. ახლანდელი რიზოტომები ფიტოთერაპევტებად იწოდებიან და ა.შ.   ……….

ეს მცირე ისტორია დასაწყისისთვის, დანარჩენი მერე გავაგრძელოთ……..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: