Posted by: teaele | November 25, 2008

რობინზონის ნაკვალევზე

ყველაზე თავდაპირველი ადამიანის ცხოვრებაში პურია. ,,პური ადამიანის გონების ერთ–ერთი უდიდესი გამონაგონია”– წერდა კლიმენტი ტიმირიაზევი. ჯერ ერთი, უხილავი ორგანიზმის – საფუარა სოკოს კულტურის მიღება, შემდეგ მისი გამოწვევა ცომში და ამით მძიმე, ბლანტი მასის მსუბუქ ფოროვან მასად გარდაქმნა, ბოლოს, მოთავსება სიცხოველეში და ამით ფოროვან მდგომარეობაში  შემაგრება, რაც მას ადვილად მოსანელებეს ხდის საჭმლის მომნელებელ წვენებთან შეხების დიდი ზედაპირის გამო. პური შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სწორედ მათი შემცველობა განსაზღვრავს პურის, როგორც საკვები პროდუქტის ყუათიანობას და ღირებულებას.

შემთხვევითი არ არის, რომ სათავგადასავლო რომანების ავტორებს უყვართ თავიანთი გმირების ტროპიკულ ქვეყნებში მიტოვება. იქ, ყუათიანი ფინიკისა და ქოქოსის კაკლების მომცემი პალმების გარდა, იზრდება   პურის ხე  –  ართოკარპუსი (Artocarpus incisa) ანუ ჟაკ–ხე, თუთისებრთა ოჯახიდან. ეს მცენარე მრავლად გვხვდება ინდოეთში, ასევე ზონდის კუნზულების ტროპიკულ ტყეებში.

პურის ხე პირდაპირ ქერქზე ისხამს დიდ ნაყოფს, რომელიც წონით 20კგ–ს აღწევს, ხოლო სიგრძით 50სმ–ს აღემატება. მცენარე მსხმოიარობს ნოემბრიდან აგვისტომდე. პურის ხის ნაყოფს ჭრიან ფირფიტებად და აცხობენ ან ჯერ ორმოებში დაადუღებენ, მიღებული ცომიდან აკეთებენ კვერებსა და სხვა საჭმელებს. ნაყოფის რბილობს უმატებენ ქოქოსის წვენს ან რძეს, ფორთოხლის წვენს და ასეთი სახით ჭამენ.

კარგია ტროპიკებში, მაგრამ როგორ მოიქცეს რობინზონის მიმდევარი ჩრდილოეთის ტყეებში? იქნებ ჩვენთანაც მივაგნოთ ისეთ მცენარეს, რომელიც პურის მაგივრობას გაგვიწევს?

ყველასთვის კარგადაა ცნობილი წყლის მცენარე დუმფარა, ლამაზი თეთრი ან ყვითელი ყვავილებით. მისი ოვალური, მომრგვალო  დიდ ზომის ფოთლები წყალზე ტივტივებენ. ფოთლები ჯოხით რომ მოქაჩოთ, ძნელად თუ მოგლეჯთ. წყალში ფესურით არის დამაგრებული ფსკერზე. ფესურაზე მრგვალ მუქ ლაქებს თუ ამჩნევთ, ეს ფოთლის ყუნწთა ნარჩენების კვალია. მოტივტივე ფოთლებს წყალქვეშ გრძელი, მოქნილი ყუნწი აქვთ. ფოთლებში წარმოქმნილი სახამებელი ყუნძის საშუალებით გადადის ფესურაში და იქ მარაგდება. სახამებელი განსაკუთრებით ბევრი გროვდება შემოდგომაზე, გაზაფხულზე და ზაფხულის დასწყისში სახამებლის მარაგი ხმარდება ფოთლების ზრდას, ყვავილობას და ნაყოფის წარმოქმნას.

სწორედ, თეთრი დუმფარას ფესურაა ის პროდუქტი, საიდანაც შეიძლება ფქვილის მიღება. ამ მცენარის ფესურა შეიცავს  საკვებ ნივთიერებებს: დიდი რაოდენობით სახამებელს და ასევე ცილებს. ფქვილის მისაღებად გასუფთავებულ ფესურას ხლეჩენ და ჭრიან თითო სანტიმეტრიან ნაჭრებად, რომლებსაც მზეზე ან ღუმელში აშრობენ, ხოლო შემდეგ ნაყავენ ქვებით, ანდა ფქვავენ ხელის წისქვილზე. მთრიმლავი ნივთიერების მოსაცილებლად ფქვილს რამდენიმე საათით ასხამენ წყალს, შემდეგ ნაყენ წყალს გადმოღვრიან და ხელმეორედ ასხამენ წყალს და აცდიან დალექვას, რის შემდეგ წყალს გადმოღვრიან, ხოლო ფქვილს თხელ ფენად შლიან მკვრივ ქაღალდზე, ქსოვილზე ან ქვაზე გასაშრობად. ასე მიღებული ფქვილისგან აცხობენ პურს და კვერებს. თუ დუმფარას ფქვილს სანახევროდ ჭვავის ფქვილს შეურევთ პური უფრო გემრიელი გამოდის.

რეცეპტი მარტივია, აბა სცადეთ!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: