სოკოები

სოკო – წერეწო (წეროსწვივა)

cereco, 2008. algeti

საკვებად ვარგისი სოკოებიდან ყველაზე მაღალია. ნორჩობაში კვერცხის ფორმა აქვს, შემდეგ კი თანდათან იშლება და ქოლგას ემსგავსება. ქუდი მონაცრისფრო–რუხია, ზოგჯერ მოყავისფრო – განსაკუთრებით ცენტრში. მისი დიამეტრი 5–50სმ–მდეც კი იზრდება. კანი დაფარულია მუქი ფერის ქერცლებით,დახეთქილია, კიდეები დაკბილულია.

რბილობი თეთრი აქვს, მსხვრევადი; შემდეგ თანდათან მკვრივი ხდება. აქვს სოკოსთვის დამახასიათებელი სუსტი სუნი.

ფირფიტები თავისუფალი, ფართო, რბილი, ძირში შეერთებულია რგოლით(ქმნიან კოლარიუმს). ფეხზე აქვს თეთრი საყელო იგი მოძრავია ფეხის მიმართ.

იზრდება ნიადაგზე ველზე, მდელოზე, ტყის პირას, ბაღებში და ა.შ. ზაფხულ–შემოდგომობით. საჭმელად ვარგისი სოკოა, გამოიყენება მარტო ქუდი. ნორჩობაში უფრო გემრიელია. წეროსწვივა თითქმის არ ჭიანდება. ხშირად ახმობენ კიდეც.

გიგანტური ფშუკუნა  (Langermannia gigantea)                                             Головач гигантский

IMG_0793

ეს სოკო ფოტო კადრზე შარშან ზაფხულში აღმოჩნდა.  მე და ერთი ჩემი მეგობარი (სხვათაშრის პროფესიით მიკოლოგი, ან უბრალოდ რომ ვთქვათ სოკოების სპეციალისტი) ერთ-ერთი მარშუტის სანახავად ვიყავით ალგეთის ხეობაში. მანქანით მივდიოდით და წინ გზაზე თეთრი ქვები შევნიშნეთ, რომელსაც კაცი გვერდს აუვლიდა, მაგრამ სპეციალისტის თვალისთვის არ დარჩა ეს ,,ქვები” ყურადღების გარეშე. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით და გახარებულმა იამ (ასე ქვია ჩემს მეგობარს) პროფესიულად შეაფასა, თან იმასაც იხსენებდა, რომ წინა წელს ამგვარი სახეობა უნახავს კლდეკარზე. ეგ არაფერი ისეთი, თუ არ გეტყვით რამხელა ყოფილა ის ეგზემპლარი. მართლაც გასაოცარია, მაგრამ ფაქტია – სოკო 14 კგ-ს იწონიდა. ასე, რომ ეს ქვები არ გეგონოთ სოკოს ერთ-ერთ0-სახეობაა, როგორც სათაურში ავღნიშნე მას გიგანტური ფშუკუნა ჰქვია.

ამ სოკოს შეხვდებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, იზრდება მთის ტყეებსა და სუბალპურ მდელოებზე. მისი გამოყენება საჭმელადაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ნორჩობაში და ისიც ახალმოკრეფილი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ დიდი ზომისაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. ეს იმიტომ, რომ მომწიფებული სპორები გადმოიყაროს. ახასიათებს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.

როგორ გგონია რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?
სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება
ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.
პურის ცხობაში
იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში
სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში
ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.

Responses

  1. monadire

  2. აუ პლზ ვინმემ მიტხარიტ რა რამე ბიოლოგიური საიტი რა მაგრა მინდა

  3. raime biologiuri saiti minda mitxarit plz

  4. biologi

  5. gamarjobat var biologi

  6. ძალიან სასიამოვნო ჩემო კარგო, მომწერეთ ხოლმე

  7. sokoebi

  8. mcenareebiiiiii

  9. dz…. magari saitia…..

  10. ჴშჴXჶ

  11. dzdzdz magadiaa

  12. WE ARE THE WORLD
    WE ARE THE CHIL
    :D:D:D:D:D

  13. children😀

  14. exa nu gaomikvant gamanjasagebeli mdgomareobidan

  15. au chemi kuchi nagvis kutshi

  16. SOKO TASIS FANTASTIC

  17. me magra momewona da movidzie biologiashi mosadzielebeli mqonda

  18. me dzalian momewona da bwvri vicine am sokoebze das is fantastic

  19. kargia

  20. magaria

  21. მაგადი საიტია დზნ

  22. tqven genacvalet me gadamarchinet orians uamravi kocnaaa!!

  23. dzaan magari saitiaa (Y)

  24. kai saitia amis wyalobit biologiashi 10 mivigee

  25. Madloba Am saitistvis :D:D:D sapuari mchirdeboda 10 TQVENS GAMO!! : ))

  26. ESEC KAIA :D:D:D:D Sapuaroc da esec mindoda

  27. madlobt zustad es mindoda magaria dges ragac 10 anis suni mcems:D

  28. yvelas rom ertnairi ewereba me yvelaze gansxvavebuli da originaluri meqnebaaa raaa😀 eqskluzivi me-9 skolashi😀 magadzia :d malioba kaloche 😀 10-ianis kandidati var😀

  29. auu xo ar iciit sasargelo sokoebi romlebiaa ??????

  30. მაგარიააა:*:*:*:*:*:

  31. For the love of God, keep writing these artelcis.

  32. ise me dzalian miyvars soko


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: