თურაშაული – ძველი ქართული ზამთრის ჯიშია. უხვმსხმოიარეა. მისი ნაყოფი მომრგვალო, სქელკანიანია, ფერად მწვანეა და გვერდები წითლად აქვს შეფერილი, ან გასდევს წითელი ზოლებად. ტკბილი და წვნიანი ვაშლია. განარჩევენ თურაშაულის კახურ, მესხურ, ქართლურ და ლეჩხუმურ ჯიშებს.
ივერია – ვაშლის ქართული ჯიშია. ეს ჯიში მიღებულია ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით. აქვს მომრგვალო-პირამიდული ფორმის, ნაყოფი (200-220გრ-მდე) წითელია, რბილობი – მოთეთროა, კიდეებში მოწითალო. კარგი სასუფრე ჯიშია. გავრცელებულია ქართლის რაიონებში.
კეხურა – ადგილობრივი ქართული ჯიშია. ნაყოფი მსხვილი ან საშუალო ზომისაა. ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი და გლუვი. ძირითადი ფერი მომწვანო-მოყვითალოა, დაფარულია მუქი წითელი შეფერილობით თითქმის მთელ ზედაპირზე. გამოირჩევა მომჟავო-მოტკბო გემოთი. ქართული სინაპი – ადგილობრივი ჯიშია. მიეკუთვნება კიტრა ვაშლების ჯგუფს. გავრცელებულია მთელს საქართველოში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, მოგრძო-ცილინდრული ფორმის. კანი მოწვანო და ოდნავ მოყვითალოა, მზის მხარეზე შეფერილია მოწითალოდ. რბილობი მომწვანო-მოთეთრო ფერისაა, საკმაოდ წვნიანია და აქვს მომჟავო გემო.





miyvars vashliiiiiiiiiiiiiii
:):) titqmis yvela saxeobis:))):)
By: nini on May 19, 2011
at 3:21 pm
sakheoba ara jishi
By: teaele on August 29, 2011
at 4:42 am
სულ ესა არის? ჩვენ უამრავი გვაქვს ვაშლის აბორიგენული ჯიშების.
By: Avtandil Kobakhidze on January 28, 2012
at 9:44 am