Posted by: teaele | October 9, 2009

ბაღის მიწასაც მოვლა უნდა

დაახლოებით 15 წლის წინ საჯარო ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ვიყავი  და გარდა იმისა, რომ ვკითხულობდი ჩემთვის საინტერესო წიგნებს, ზოგიერთ მათგანს ვა-xerox-ებდი კიდეც. ასე მოხვდა ჩემს პირად ბიბლიოთეკაში რამდენიმე უძველესი გამოცემის ბროშურა. IMG_0239

ერთ-ერთი მათგანი არის ნიკო კეცხოველის ავტორობით გამოცემული ,,გლეხის ბიბლიოთეკის” წიგნაკი (როგორც იმ დროს ამბობდნენ) – ,,ბაღის მიწასაც მოვლა უნდა”

ჰო  და, რახან მებაღეობაზე მიდგა საქმე პირველ რიგში ბაღის მიწას უნდა მივხედოთ. 

მოვლა რომ ყველაფერს უნდა ამაში ყველა დამეთანხმება. საქართველოში ხილის მოვლა-გაშენება დიდიხანია რაც იციან. ჩვენში მრავალი ისეთი ჯიშია – ადგილობრივი, ქართული, რომელიც მხოლდ კარგი მოვლის გამო გაჩნდენენ და გავრცელდნენ. ადამიანს რომ მისთვის არ მოევლო, ყური არ ეგდო, მაშინ ვაშლი ისევ ტყის ჭკუტა ვაშლად დარჩებოდა, გოგრა ბალი -ბალამწარად, გარგარი – წვრილ ჭერმად და ასე ამ გვარად.

მოვლა ყველაფერს უნდება. განა თქვენც არ იცით, რომ მოუვლელად და ოფლის დაუღვრელად არაფერი არ  მოდის.

მაშასადამე, თუ გვინდა ბაღმა ხეირიანი მოსავალი მოგვცეს, სახლში ბარაქა დაატრიალოს, მას მოვლა და მზრუნველობა არ უნდა მოვაკლოთ.

1. მოვლას შეეხება ნიადაგის წესიერად დამუშავება.

ჩვენში ჩვეულებრივად ბაღი, რომ წელში გაიმართება ხოლმე და მსხმოიარობას იწყებს, ნიადაგის დამუშავებას თავს ანებებენ ხოლმე.image_large ვითომდა  რა არის, ხე იმდენად გაიზარდა, რომ საკვები აღარ სჭირდება? თუ ძველებურად განვაგრძობთ, დავბარავთ და დავთოხნით ბაღს, მაშინ შრომა ანაზღაურებული იქნება ხილის მოსავლით. ბაღი, რომელიც რამდენიმე წელიწადი ზედი ზედ არ იხვნის და  არ იბარება, ის დაყამირდება ხოლმე მიწაზე ათასი ჯურის ბალახი დაიწყებს სახლობას : მამულა, შავბალახა, მატიტელა, ციკნიყურა, ლაშქარა და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ. ამ სარეველებს საზრდო მიაქვთ და ხეხილისათვის საკმარისი აღარ რჩება. ჩვენი ცდა იქით უნდა იყვეს მიმართული, რომ ეს მუქთახორები ბაღში მოვსპოთ.

გარდა იმისა, რომ სარეველა ბალახები მიწიდან საზრდოს ეზიდებიან, ხეხილს სხვა მრავალი მავნებელი ზიანსაც აყენებს. ზოგი ბალახის ფესვი მიწაში ისეთ წვენს უშვებს, რომელშიაც სხვადსხვაგვარი შხამია. ეს შხამი ხეხილის ფესვისთვის ძალიან მავნებელია. ხშირად საწოვრები, რითაც საზრდოს იღებს ზიანდება და  ხე საბოლოოდ, დროთა განმავლობაში იღუპება.

იცით, რომ ხეს მრავალი ჭია ჰყავს? ზამთრობით ეს მავნებლები ამ ბალახებზე იბუდებენ, კვერცხებსა სდებენ. ერთი სიტყვით ბალახი ამ მავნებლებისთვის საუკეთესო თავშესაფარია.

როგორ და რითი უნდა განვდევნოთ ეს სარეველები ბაღიდან?

ნიადაგის წესიერი დამუშავებით თანთათანობით ბაღი ბაღს დაემსგავსება. ბაღი უნდა დაიბაროს შემოდგომობით, მას შემდეგ რაც ხეებს ფოთოლი ჩამოცვივა.  როდესაც ფოთლის დაცვენის შემდეგ ჰბარავთ ბაღს, მაშინ ფოთლები მიწაში ჰყვებიან, ამას მიჰყვება ყოველგვარი ჭიის კვერცხი და ბალახ-ბულახიც. მიწაში ფოთოლი ლპება თავისი ჭია-ღუებითა და კვერცხებით.bagidedo

დედოფალი ელიზავეტა თავის ბაღში მუშაობს.

შემოდგომაზე დაბარვას სხვა დიდი მნიშვნელობაც აქვს. ხეხილისათვის ისევე როგორც ყველა მცენარისათვის საჭიროა წყალი. ნიადაგში კი წყალი მაშინ გროვდება როცა ის ფხვიერია. ეს წყალი ზამთრიდანვე უნდა გაუჯდეს ნიადაგს. თოვლის დნობის დროს წყალი ადვილად ჟონავს შიგ და გროვდება. გაზაფხულზე კი ადვილად ვეღარ ორთქლდება, იმიტომ რომ ნიადაგს ფხვიერი ფენა აფარია. იქ სადაც დიდი გვალვები იცის, ნიადაგს ხშირად სთოხნიან და აფხვიერებენ.

ზაფხულის განმავლობაში ბაღი რამდენჯერმე უნდა გაითოხნოს და წამოვა თუ არა სარეველა ბალახი უნდა ამოთოხნოთ.

გარდა იმისა, რომ სარეველებსა ვსპობთ ბაღიდან ჩამოცვენილი დამპალი ხილი აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ. ბაღი უნდა დავასუფთაოთ, მალევე უნდა აიკრიფოს ჩამოცვენილი ხილი, რათა სიდამპლე საღ ნაყოფზე არ გავრცელდეს.

ბაღის დამუშავების დროს უნდა ეცადოთ, რომ ხეს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოთ, ტყუილ უბრალოდ ტოტიც კი არ უნდა შეანძრიოთ, თორემ თქვენ შეუმჩნევლად შეიძლება მრავალი სანაყოფე კეწერები ჩამოამტვრიოთ.

2. ბაღის გაპატიებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ხის სწორ ზრდაზე, ისე მის მსხმოიარობაზე.

ჩვენში საუკეთესო პატივად საქონლის ნეხვი (ნაკელი) ითვლება. არის კიდევ სხვადასხვა სასუქები, რომლებსაც ქარხნებში ამზადებენ  და რომელიც ბევრჯერ ნაკელსაც სჯობია, მაგრამ ეხლა აქ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, ძვირია და გლეხისთვის ხელმისაწვდოვი ვერ არის. იქ, სადაც ესმით საქონლის ნაკელის თვისებები, ერთ პატარა ნაწილსაც კი არ კარგავენ, ყოველივეს იყენებენ და ბაღში შეაქვთ. ჩვენში სანეხვეები კარგად ვერ არის მოწყობილი და ხშირად ნაკელი  თავის თვისებებს კარგავს.manure

თვით საქონლის პატივის გარდა შეიძლება ბაღი გავაპატივოთ სხვა და სხვა პატივით. ფრინველის სკინტი საუკეთესო პატივად ითვლება, მასში მცენარისათვის საჭირო საზრდო ასჯერ მეტია, ვიდრე ნაკელში. კარგია ასევე ნაცარი, ჭვარტლი. მხოლოდ როდესც მათ ბაღში შეიტანთ მაშინვე ჩაბარეთ, რომ ქარმა არგაანიავოს.

ბაღში პატივის შეტანა სხვადასხვა დროს იციან. თუ გვინდა რომ კარგი მოსავალი მოგივიდეთ პატივი შემოდგომაზე უნდა შეიტანოთ, ხოლო თუ გინდათ რომ ხე ტანში გაიზარდოს, მაშინ გაზაფხულზე.

ბაღში პატივი როცა შეგაქვთ უნდა გამოიანგარიშოთ 2-3 ხეზე ერთი ურემი პატივი უნდა მოდიოდეს. შემდეგ უნდა ხის გარშემო გაიშალოს თოხით ან ფიწალით და მაშინვე უნდა ჩაიბაროს. როდესაც ნაკელი მიწაშია ჩაბარული იგი ნელ-ნელა ლპება და მთელ მიწას ჟღინთავს თავისი წვენით და ფესვებსაც უადვილდებათ საჭირო საზრდოს შეწოვა.

Malus pumila 19061003A 013მაშასადამე გახსოვდეთ! : – რომ მიწის დამუშავებით ბაღში ხილს უადვილებთ საზრდოს ამოღებას, უნახავთ და უგროვებთ წყალს, სპობთ სარეველა ბალახებს, მავნებლებს და აშორებთ ჭია-ღუებს.

ასე წერდა ნიკო კეცხოველი ,,გლეხის ბიბლიოთეკის” ბროშურაში, რომლის ერთ-ერთი განყოფილება მებაღეობა იყო. იმდროინდელი გამოცემის მსგავსი ბროშურებია:

1. ჩვენში გასაშენებელი ვაშლის ჯიშები

2.  ჩვენში გასაშენებელი მსხლის ჯიშები

3. ხეხლის გასხვლა და ტანის გამოყვანა

4.  ჩვენში გასაშენებელი ბალი და ალუბალი

5. ბრძოლა ბაღის მავნებლებთან

6. როგორ მოვარჩინოთ ავადმყოფი ხეხილი

7. ხეხილის წესიერი მოკრეფა და შენახვა

8. გაპარტახებული ბაღის აღდგენა

9. ხეხილის ტანის წესიერი მოვლა

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: